რატომ იწვევს ფრენა კიდურების შეშუპებას?

ზაფხული მოგზაურობების სეზონია — ამ პერიოდში ადამიანებს ხშირად უწევთ თვითმფრინავით მგზავრობა. თვითმფრინავით გადაადგილება კომფორტული და დროის დაზოგვის იდეალური საშუალებაა, თუმცა მას თან სდევს გარკვეული ფიზიკური დისკომფორტიც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც მგზავრები განიცდიან — ეს არის ქვედა კიდურების შეშუპება.
ფრენის დროს კიდურების შეშუპების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
● უმოძრაობობა / ერთ პოზიციაში ჯდომა - ფრენისას მოძრაობის შეზღუდვა იწვევს სისხლის მიმოქცევის შეფერხებას, რაც ხელს უწყობს სითხის დაგროვებას ფეხებში.
● დაბალი წნევა სალონში - თვითმფრინავის სალონში წნევა მიწის დონესთან შედარებით დაბალია. ეს ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას და აფერხებს სისხლის ცირკულაციას, რაც შეშუპებას განაპირობებს.
● მშრალი ჰაერი და გაუწყლოება - ფრენის დროს ჰაერი ძალიან მშრალია, რაც იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას. გაუწყლოებული ორგანიზმი ცდილობს სითხის შენარჩუნებას და შედეგად, ქსოვილებში სითხის შეკავება ხდება.
● სხვა დამატებითი ფაქტორები - ვენური უკმარისობა და ვარიკოზი; ორსულობა; ასაკობრივი ცვლილებები; ჭარბი წონა; ჰორმონალური მედიკამენტების მიღება და სხვ.
როგორ დავიცვათ თავი ფრენის დროს კიდურების შეშუპებისგან?
● ხშირად გაამოძრავეთ ფეხები და ფეხის თითები;
● დალიეთ ბევრი წყალი — მინიმუმ 1 ჭიქა საათში;
● მოერიდეთ ალკოჰოლსა და კოფეინს, რომლებიც აძლიერებენ გაუწყლოებას;
● ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი და მოერიდეთ მჭიდრო ფეხსაცმელს.
კომპრესიული წინდები – ეფექტური პრევენცია
ფრენისა და ზოგადად ხანგრძლივი მგზავრობის დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება შეშუპების თავიდან ასარიდებლად არის კომპრესიული წინდების ტარება. ყველა ადამიანისთვის რეკომენდებულია პირველი ხარისხის კომპრესიის წინდების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის უკეთეს ცირკულაციას და ამცირებს შეშუპების ალბათობას.
შვეიცარული ბრენდის, Sigvaris-ის, Traveno კომპრესიული წინდები სპეციალურად შეიქმნა მოგზაურებისთვის. ეს წინდები იდეალურია ფრენის, ავტომანქანით მგზავრობისა თუ მატარებლით გადაადგილებისას, რადგან:
● უზრუნველყოფს მსუბუქ, თანაბარ კომპრესიას;
● ამცირებს დაღლილობასა და შეშუპებას;
● არ ზღუდავს მოძრაობას;
● კომფორტულია ყოველდღიური გამოყენებისას.
ფრენა — მიუხედავად კომფორტისა — ჩვენი ორგანიზმისთვის ფიზიკური გამოწვევაა. კიდურების შეშუპება - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა - შეიძლება მარტივად პრევენცირდეს სწორი ქცევითა და კომპრესიული წინდების ტარებით. Traveno-ს წინდები კი სწორედ ის უნივერსალური გადაწყვეტაა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას მგზავრობისას დაიცავს.
იმგზავრეთ კომფორტულად და ჯანმრთელად!