რატომ უნდა გამოვიყენოთ კომპრესიული წინდა ზაფხულში?

ზაფხულის ცხელი დღეები სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, შესაბამისად, ტემპერატურის მატებასთან ერთად ვარიკოზული ვენების პრობლემებიც მწვავდება. იმ ადამიანებს, რომელთაც ეს დაავადება აწუხებთ, ზაფხულის პერიოდში მეტი დისკომფორტი უჩნდებათ. სისხლძარღვთა პათოლოგიებში ყველაზე გავრცელებული ვენური უკმარისობის პრობლემა ქვედა კიდურებში ვლინდება. ვენურ დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია:
● ლიმფედემა;
● ვარიკოზი;
● თრომბოზი;
● წითელი ქარი და სხვ.
ვენური დაავადებების დროს სარქველები აღარ ფუნქციონირებს, ფართოვდება ვენები და ფეხებში ქრონიკული სიმძიმის შეგრძნებას, ტკივილსა და შეშუპებას იწვევს. ვარიკოზი სტატისტიკურად ქალებში უფრო მეტად ვლინდება, რადგან ხშირად ორსულობა ხდება ამ პრობლემის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი, წონის უეცარი მატება და ნაყოფის მენჯის ღრუზე ზეწოლა ქვემო კიდურებიდან ვენურ ნაკადს აფერხებს. ვარიკოზის მოსავლელად პაციენტები ატარებენ კომპრესიულ წინდებს, რომელიც ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას უზრუნველყოფს. ეს პროდუქცია ხელს უშლის ქვემო კიდურების ვენებში სისხლის შეგუბებასა და იდეალურია სიმპტომების შესამსუბუქებლად.
კომპრესიული წინდის უპირატესობები
ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ დღის ბოლოს ფეხების დაღლილობა, ტკივილი და შეშუპება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, ეს ასე არ არის. თუ ასეთი სიმპტომები მხოლოდ მძიმე სამუშაოს შემდეგ კი არა, ჩვეულებრივი დღის ბოლოსაც შეინიშნება. გაითვალისწინეთ, რომ ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომპრესიულ წინდებს. ეს პროდუქტი ახდენს:
● ზეწოლას ვენებზე;
● აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში;
● ამსუბუქებს ვენებისა და კუნთოვანი ტუმბოს მუშაობას;
● ამცირებს გულის დატვირთვას;
● აქრობს ქვედა კიდურებში დაღლილობას;
● ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას.
კომპრესიულ წინდებს კლასების მიხედვით განასხვავებენ:
● პირველი - გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.
● მეორე და მესამე - კლასის ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.
პირველი კლისის კომპრესიული წინდები ექიმის დანიშნულების გარეშე გამოიყენება. მათი ფართო ასორტიმენტი არის წარმოდგენილი სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში". თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. კომპანია მომხმარებელს პროფილაქტიკურ და ყოველდღიური მოხმარების კომპრესიულ ტრიკოტაჟს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს პროდუქტი არის ჰაერგამტარი და ზაფხულში მისი გამოყენება საკმაოდ კომფორტულია. არსებობს როგორც თითებღია, ასევე თითებდახურული მოდელები.
● ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში.
● ანტივარიკოზული გეტრი - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
აღნიშნული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. კომპანიის ვებგვერდზე დარეგისტრირების შემთხვევაში, კი პროდუქტის გამოწერაც ხელმისაწვდომია. შერჩეულ სამედიცინო ნივთს კონსულტანტი უმოკლეს ვადაში ადგილზე მოგაწვდით.