როდის უნდა გამოვიყენოთ წელის ქამრები?
წელის ტკივილი ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა. ამ დისკომფორტს საგრძნობლად ამსუბუქებს წელის ქამრების გამოყენება, რომლებიც არა მარტო ტკივილის შეგრძნებას ხსნის წელის არეში, არამედ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის პროცესშიც დიდ როლს თამაშობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტიალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხმელის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქრი, ამ შემთხვევაში ეფექტურია - ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება. წელის ქამრების გამოყენება ასევე მიზანშეწონილია მუცლის ღრუზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომაც, პრესის კუნთების მოდუნების პრევენციისთვის. ამ მოდელების დიდი არჩევანია კომპანია „ახალ ხედვაში“. უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების წელის ქამრების ნახვა როგორც კომპანიის საიტზე, ისე ყველა არსებულ ფილიალშია შესაძლებელი. მათი ღირებულება 30 ლარიდან 345 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
• წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
• ხერხემლის ქამარი - დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან, მთელ სიგრძეზე აქვს მეტალის ჩანართები, რაც ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. გამოიყენება ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციისა და მრავლობითი თიაქრის დროს, პროდუქტი გაიცემა ექიმის დანიშნულებით.
• სტომის კორსეტი - გამოიყენება ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ, სტომის დადების შემთხვევაში .
ზემოთ ჩამოთვლილი წელის კორსეტებისა და ქამრების შეძენა შესაძლებელია კომპანია „ახალი ხედვის“ 13 ფილიალში. სამედიცინო ჯგუფი საფირმო მაღაზიით ამ ეტაპზე თბილისის გარდა გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. ფილიალებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger წელის ქამრებს. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას, ის საქართველოში კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ონლაინ შესყიდვის სერვისსაც სთავაზობს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ კომპანიის ვებგვერდზე დარეგისტრირდეთ, რის შემდგეაც სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენას უპრობლემოდ შეძლებთ, პროდუქტის ადგილზე მოტანას, კი კურიერი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს.