რჩევები ორსულებისთვის

ორსულობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამ დროს  ის პატარას მოლოდინშია და დედობისთვის ემზადება. შვილზე ზრუნვას ქალი მისი მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაბამისი ცვლილებებიც შეაქვს. ამ დროს მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სწორი კვების რაციონის შედგენა და ,რა თქმა უნდა, სიმშვიდე. ორსულობის პერიოდში ქალებს სხვადასხვა შეგრძნება და დისკომფორტი აწუხებთ. ამ თვეების განმავლობაში შესაძლოა, იმატოს  კისრისა და ზურგის ტკივილმა ან ქვედა კიდურების შეშუპებამ, ამის შესამცირებლად კი ქალების უმეტესობა ორთოპედიულ პროდუქტებსა და ვარიკოზის მოვლის საშუალებებს იყენებს. 

ორთოპედიული პროდუქტები ორსულებისთვის

ორსულობის პერიოდში ქალები საორსულო ქამრებს, სუპინატორებსა და ვარიკოზის მოვლის საშუალებებს აქტიურად იყენებენ. ორსულობის ვადის მატებასთან ერთად, ქალებში  არსებული  ვენების ვარიკოზული დაავადება მწვავდება, რა დროსაც, მნიშვნელოვანია  ორსულობის კოლგოტის ტარება. ის კიდურებში სიმძიმის, დაღლილობის, შეშუპებისა  და ტკივილის შეგრძნებას აქრობს,  სისხლის მიმოქცევას კი აუმჯობესებს. ორსულობის პერიოდში მენჯის ძვლებზე დატვირთვა იზრდება, რაც წელისა და ზურგის ტკივილის მთავარი გამომწვევი მიზეზია.  ეს დისკომფორტი ძირითადად, ორსულობის მეორე ტრიმესტრში (მე-12 კვირიდან 24-ე კვირამდე) იწყება. ამ დროს რეკომენდებულია ზურგდამჭერის გამოყენება, რომელიც წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.რაც შეეხება ორთოპედიულ  სუპინატორებს,მათი ტარება ორსულობის დროს სეირნობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის, რადგან ეს პროდუქტი ტერფზე ზეწოლას თანაბრად ანაწილებს  და სიარულისას ყველანაირ  ტკივილს ამცირებს. 

როგორ უნდა იწვეს ორსული?

სამედიცინო სფეროში ბევრი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ  როგორ უნდა იწვეს ორსული ქალი. ეს საკითხი ერთი შეხედვით რთულად შესასრულებელი არ ჩანს, თუმცა ადამიანებს ამ დროს უჭირთ პირადი ექიმებისგან მიღებული რეკომენდაციების შესრულება. მაგალითად, ზოგიერთ მათგანს მუცელზე ძილი უყვარს და ორსულობის დროს ამ ჩვევასთან გამკლავება დიდ დისკომფორტს უქმნის. ამისთვის არსებობს ექიმების რჩევები ორსულებისთვის, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. მათი თქმით, მუცელზე წოლა თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ იქამდე, სანამ გაზრდილი მუცელი მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ასევე, მედიკოსების ნაწილი თვლის, რომ  ზურგზე წოლისგან ორსულებმა მე-2 და მე-3 ტრიმესტრში თავი უნდა შეიკავონ.  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თვლიან, რომ ყველაზე უსაფრთხო ძილი ორსულობის დროს ორივე - მარჯვენა და მარცხენა მხარეს ძილია. ეს პოზიცია ხელს უწყობს  სისხლის მიმოქცევას და საკვები ნივთიერებების მიწოდებას პლაცენტისთვის.გაითვალისწინეთ,თუ ორსულობის პერიოდში გულძმარვა შეგაწუხებთ,რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში უნდა გამოიყენოთ.მისი ამაღლებული ზედაპირი ხელს უშლის კუჭიდან საკვების უკუდინებას და აგარიდებთ უსიამოვნო შეგრძნებებს.

რა არ შეიძლება ორსულობის დროს?

ორსულობის დროს დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სხვადასხვა მმართულებით, იქნება ეს მედიკამენტების მიღება, თავის მოვლა, კვება თუ სხვა.დააზუსტეთ თქვენს გინეკოლოგთან,რა არ შეიძლება ორსულობის დროს და მიჰყევით მკაცრად განსაზღვრულ რჩევებს ორსულებისთვის.  ამ პერიოდში აკრძალულია:

მოწევა - ეს მავნებელია როგორც დედისთვის, ასევე ჩანასახისთვისაც.

თმის შეღებვა 

მძიმეების აწევა 

ლაზერული ეპილაცია 

ცხელი აბაზანების ხანგრძლივმა მიღება 

გაითვალისწინეთ რჩევები ორსულებისთვის და იყავით დაცული

იმისთვის, რომ თქვენმა ორსულობამ მშვიდად ჩაიაროს, გაითვალისწინეთ რჩევები ორსულებისთვის.ამ რეკომენდაციებმა შესაძლოა დამატებითი გართულებებისგან დაგიცვათ და ამ პერიოდმა მშვიდად ჩაიაროს.საჭიროების შემთხვევაში,გამოიყენეთ ორთოპედიული პროდუქტებიც,რომლებიც თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა სიტუაციის მართვაში წარმატებით გამოიყენება.