რჩევები წელის ტკივილის დროს
წელის მალებს მთელი სხეულის მასის მაქსიმალური დატვირთვის გაძლება უწევთ და შესაბამისად, მასზე არსებული პრობლემები სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება მოსახლეობის 84%-ს შეეხოს. წელის ტკივილის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
● ხანგრძლივად მუშაობა კომპიუტერთან ან ავტომობილის მართვა;
● დიდ ფიზიკურ დატვირთვასა და სტრესებთან დაკავშირებული სამუშაო;
● ჭარბი წონა;
● სიმსივნე;
● ინფექცია;
● ართრიტი;
● ოსტეოქონდროზი;
წელის ტკივილი ძირითადად, ცხოვრების არასწორ წესთან, საქმიანობასთან, პროფესიასთან არის დაკავშირებული. თუ, ის რაიმე დაავადებით არ არის გამოწვეული მისი მართვა და კონტროლი სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
წელის ტკივილის დროს არ უნდა შეასრულოთ მკვეთრი მოძრაობები, უნდა დაწვეთ მოხერხებულ მდგომარეობაში. რამდენიმე დღის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად, შეინარჩუნეთ მოსვენებითი რეჟიმი.
ნაკლები დრო გაატარეთ დამჯდარმა. თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს ხანგრძლივ ჯდომას, ყოველ საათში შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიში - თავისა და სხეულის წინ და გვერდებზე გადახრა, მხრების წრიული მოძრაობები, სუნთქვითი ვარჯიშები. დღეში რამდენჯერმე მიებჯინეთ კედელს ისე, რომ ქუსლები, დუნდულები, იდაყვები და კეფა ერთდროულად ეხებოდეს მას, ასე იდექით 2-3 წუთი.
თუ 2-3 დღეში ტკივილის ინტენსივობა მნიშვნელოვნად არ მოიკლებს, მიმართოს ნევროლოგს.
ატარეთ წელის ქამრები - ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი პაციენტებს სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ხშირია ამ სამედიცინო საშუალებების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს. წელის ქამრები სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს.
თუ წელის ტკივილი ამ რჩევების მიუხედავად არ ქრება, იწვევს მოძრაობების ზედმეტ შეზღუდვას, იწვევს ფეხებში დაბუჟებასა და ჩხვლეტას აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.