რეკომენდაციები ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის საშინაო დავალებების შესრულება არც თუ ისე მარტივი და სასიამოვნო პროცესია. განსაკუთრებით რთულია სწავლაზე კონცენტრირება და ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. სწორედ ამიტომ, მშობლებმა თავიდანვე უნდა მოუწყონ  მათ სამუშაო სივრცე და კომფორტულად აგრძნობინონ თავი. თუ, ცალკე ოთახის მოწყობის შესაძლებლობა არ გაქვთ, მაშინ რომელიმე კუთხე გამოყავით და არ მისცეთ მათ სავარძელზე მჯდომარე, ან ლოგინზე მწოლიარე მდგომარეობაში მეცადინეობის უფლება. აუცილებელია, რომ:

საწერი მაგიდა ბავშვის სიმაღლეს შეესაბამებოდეს და ბავშვი მოხერხებულად იჯდეს.

ბავშვის პოზას მშობლებმა გამუდმებით უნდა ადევნონ თვალი, რადგან სიმაღლისთვის შეუსაბამო მაგიდა და სკამი, ისევე როგორც არასწორი ჯდომა, ხერხემლის გამრუდებას, აღნაგობის დარღვევას იწვევს და ხშირად ახლომხედველობის მიზეზიც ხდება.

საწერ მაგიდასთან ჯდომისას ზურგი აუცილებლად საზურგეს უნდა ეხებოდეს, ფეხები კი უმჯობესია პატარა სკამზე ან რაიმე საყრდენზე დავადგმევინოთ.

მაგიდა მაშინ არის სწორად შერჩეული და მოხერხებული, თუ მისი ზედაპირი მასთან მჯდომი ბავშვის იდაყვზე 2-3 სმ-ით მაღლაა.

ასევე, ბავშვისთვის საშინაო დავალებების შესრულების დროს სავარძლის ბალიში გამოიყენეთ. ეს პროდუქტი იცავს ზურგის კუნთებს გადაღლილობისგან და ამცირებს დატვირთვას წელსა და კუდუსუნზე.

მეცადინეობის დროს პრევენციის მიზნით, ეფექტურია ბავშვის მხრის კორსეტის გამოყენებაც. ხელს უწყობს ხერხემლის სწორად დაფიქსირებას და მხრების გასწორებას. 

ასევე, პირველკლასელების მშობლებმა გაითვალისწინეთ, რომ  ბავშვების მეცადინეობის პერიოდი ერთ საათს არ აღემატებოდეს.  მეტისმეტმა დატვირთვამ შესაძლოა გადაღლა, ემოციური სტრესი გამოიწვიოს და შემდგომ ბავშვმა საშინაო დავალებების შესრულებაზე უარი თქვას. რაც შეეხება, სასკოლო  ჩანთას - რეკომენდებულია ზურგჩანთა განიერი ღვედებით. თუ, ბავშვს სუსტი ხერხემალი აქვს, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოარიდონ. მიუხედავად ამისა, ჩანთის ტარება ნებადართულია, ოღონდ ზურგჩანთა სწორად უნდა მოიკიდოს ზურგზე. ამ დროს ასევე, რეკომენდირებულია ორთოპედიული სუპინატორის გამოყენება. ეს პროდუქტი ასწორებს ფეხის თაღს და  ბავშვებში ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში გამოიყენება. ასევე ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით მისი ტარება ძალიან ეფექტურია. 

ამ ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”.  ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სამედიცინო ჯგუფს თერთმეტწლიანი გამოცდილება აქვს.  მომხმარებლებს კომპანია ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Tipsan-ის, Berger-ის  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს. კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიული მაღაზიები თბილისის გარდა, საქართველოს  სამ რეგიონში -  გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. შეძენა შესაძლებელია ასევე, ონლაინ რეჟიმში.