რისთვის არის საჭირო მუცლის ქამარი?
მუცლის ქამრებს ადამიანები საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ეს პროდუქტი აფიქსირებს მუცლის მიდამოსა და ხელს უშლის მუცლის კუნთების მოდუნებას. გარდა ამისა, მუცლის ქამრებს სხვადასხვა დანიშნულებით ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების დროს გამოიყენებენ. მაგალითად, პაციენტები მას ატარებენ:
● მუცლის ღრუს ოპერაციის შემდგომ;
● ნაწლავებზე ოპერაციის შემდგომ;
● თიაქრის ჩამოყალიბების პრევენციის მიზნით;
● ჭრილობის დასაცავად.
მუცლის კორსეტი ასევე საკმაოდ ეფექტურია ორსულობის შემდეგ, როგორც საკეისრო კვეთის, ისე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში. ამ პერიოდში ეს პროდუქტი ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, სასურველ ფორმაში ჩადგომის პროცესის დაჩქარებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. ორსულობის პერიოდში გამოსაყენებელი მუცლის კორსეტი და ბანდაჟი კი უზრუნველყოფს წელის სტაბილიზაციას, კუნთების გამაგრებასა და მუცლის დაწევის პრევენციას.
“ახალი ხედვის” მუცლის ქამრები
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუცლის კორსეტებს სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან დანიშნულებით, ფასითა და ბრენდებით განსხვავდება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
სტომის კორსეტი - გამოიყენება ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ, სტომის დადების შემთხვევაში, რათა ადვილად მოხერხდეს კოლოსტომის ჩანთის დამაგრება.
მუცლის კორსეტი - არის ნეოპრინის მასალისგან დამზადებული, ჰაერგამტარი, უჩანართო კორსეტი, რომელიც ხელს უწყობს ტემპერატურული ბალანსის შენარჩუნებას. ის ახდენს მუცლის მიდამოს ფიქსაციას, ხელს უშლის კუნთების მოდუნებას.
ოპერაციის შემდგომი ქამარი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტი, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტ-ოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
ორსულობის ბანდაჟი - რეკომენდებულია მუცლის დაწევის თავიდან ასარიდებლად და ზურგის კუნთების გასაძლიერებლად. მისი დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები კი ფიქსაციას აძლიერებს. ის ასევე ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ. სასურველია გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
სად უნდა შეიძინოთ მუცლის ქამრები?
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს პროდუქტის შეძენისთვის საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს. თბილისის გარდა, 12 საფირმო მაღაზიით საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. თბილისის მასშტაბით ჩვენი კონსულტანტი მოგაწვდით პროდუქციას, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.