რისთვის არის საჭირო ოპერაციის შემდგომი ქამარი?
კომპანია "ახალი ხედვა” მომხმარებლებს ოპერაციის შემდგომი ქამრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ეს პროდუქტი იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან და პაციენტს რეაბილიტაციის პროცესში საგრძნობლად ეხმარება. ოპერაციის შემდგომი სარტყელი ერთმანეთისგან ფუნქციურად განსხვავდება. მათი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახისა და სიმძიმის ოპერაცია აქვს პაციენტს ჩატარებული. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ოპერაციის შემდგომი ქამარი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტი, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ პერიოდში. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
● მუცლის კორსეტი - ხელს უშლის მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ და ოპერაციის შემდეგ. ის ასევე იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.
● წელის პოსტოპერაციული კორსეტი - ხელს უშლის მუცლის პრესის კუნთების მოდუნებას და გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების, ასევე ორსულობის შემდგომ პერიოდში. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
სასურველია, ოპერაციის შემდგომი ბანდაჟის გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს და რეკომენდაციები პირადად მისგან მიიღოთ. ოპერაციის შემდგომი სარტყელი ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს მდგომარეობის შემსუბუქებასა და მკურნალობის პროცესში ეხმარება. კომპანია “ახალი ხედვის” ეს პროდუქტები თბილისის გარდა, გორის, ქუთაისისა და ბათუმის ორთოპედიულ მაღაზიებშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, შესაძლებელია მათი ონლაინ მეთოდით გამოწერაც.