რისთვის არის საჭირო სამგზავრო წინდა?
სამგზავრო წინდას ხშირად გამოიყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე სამკურნალო მიზნითაც. ეს პროდუქტი აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და იდეალურია მათთვის, ვისაც დღის მანძილზე დიდხანს ერთ პოზიციაში ჯდომა უწევს. ადამიანები საპროფილაქტიკო კომპრესიის წინდებს მგზავრობის დროსაც ატარებენ. ეს პროდუქტი ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. გარდა ამისა, სამგზავრო წინდები:
● ხელს უშლის სისხლის შეგუბებას;
● ხსნის სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში;
● უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში;
● უზრუნველყოფს სისხლის სწორი ცირკულაციის განვითარებას.
რა ტიპის სამგზავრო წინდებს გთავაზობთ ახალი ხედვა?
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სამგზავრო წინდების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ 13 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● მუხლამდე წინდა (Traveno-ს ქვე-ბრენდი) - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობისა და ფრენის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
● მუხლამდე წინდა (Cotton-ის ქვე-ბრენდი) გამოიყენება ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით. საუკეთესოდ უზრუნველყოფს თერმოიზოლაციას. COTTON-ის წინდების შიდა მხარე, რაც უშუალოდ ეხება კანს, დაფარულია ბამბის ქსოვილით, სუნთქავს, არის ანტიალერგიული და კომფორტული. წინდები არის როგორც შავი ფერის, ასევე კარამელისფერი.
● დაბალყელიანი წინდა (TOP FINE SELECT-ის ქვე-ბრენდი) - განკუთვნილია ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის, სპეციალური არშიის წყალობით არ სრიალებს კანზე და რჩება სასურველ პოზიციაში. მთელი დღის განმავლობაში არ ქმნის დისკომფორტს. TFS-ს აქვს კანის ფერთან მოახლოებული კრემისფერი და შავი წინდები, რაც ქალბატონებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. წინდები არის როგორც ღია, ასევე დახული თითებით. მათ შორის არ არის არსებითი განსხვავება, თუმცა არის შემთხვევები, როცა აუცილებელია კომპრესიული წინდები იყოს ღია, ასეთია: დიდი ზომის ფეხი, სოკოვანი ინფექცია და დეფორმირებული ფეხის თითები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროდუქტების ფართო ასორტიმენტი არის წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში’. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. სამედიცინო ჯგუფის საფირმო მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც შეუძლია.