რისთის არის საჭირო საორსულე კოლგოტი?
ქალები საორსულე კოლგოტებს აქტიურად გამოიყენებენ ორსულობის დროს. ეს პროდუქტი ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის რისკებს. კომპრესიული კოლგოტების დახმარებით სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს, რაც ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს. გარდა ამისა, საორსულე კოლგოტი აქრობს ტკივილის, დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში.
საორსულე კოლგოტის სხვადასხვა ტიპები
საორსულე კოლგოტის ფორმა იდეალურად მიყვება მუცელს და საჭირო მოჭერილობა აქვს. ქართულ ბაზარზე ამ პროდუქტის სხვადასხვა სახეობა გვხვდება. უმაღლესი ხარისხის საორსულე კოგოტებს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger -ის მიერ წარმოებული ეს პროდუქცია სამედიცინო ჯგუფის 12 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს. საქართველოში „ახალი ხედვა“ მორსა/MorsaCyberg-ის ექსკლუზიური პარტნიორია. განვიხილოთ, კომპანია “ახალი ხედვის” საორსულე კოლგოტები:
• ვარიკოზის საწინააღმდეგო ორსულის კოლგოტი, I კომპრესია - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით და ხელს უშლის ვარიკოზის განვითარებას. ასევე, ვარიკოზის წარმოქმნის პრევენციას ახდენს და ვენების კომპრესიას დაავადების საწყის სტადიაზე უზრუნველყოფს.
• ვარიკოზის საწინააღმდეგო ორსულის კოლგოტი, II კომპრესია - არის ღია და დახურული თითებით. უზრუნველყოფს ვენების კომპრესიასა და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას. ძირითადად იმ ქალებისთვის ინიშნება, ვისაც ორსულობამდე აწუხებდა გაგანიერებული ვენები. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
როდის და რამდენი ხნით არის საორსულე კოლგოტის ტარება რეკომენდირებული?
საორსულე კოლგოტის გამოყენება რეკომენდებულია, როგორც ორსულობის პერიოდში ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. საორსულე კოლგოტების მოხმარებას თავისი სპეციფიკა აქვს. უმჯობესია, რომ წინდები დღის პირველ ნახევარში ჩაიცვათ, ისე, რომ ფეხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყოს. რეკომენდებულია, რომ საორსულე კოლგოტის ჩაცმის დროს გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა თავიდან აირიდოთ წინდის დაზიანების ფაქტორი. პროდუქცია კი ყოველდღიურად ხელით 30° ტემპერატურაზე საბავშვო საპნით გარეცხეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ. კოლგოტის გასაშრობად არ გამოიყენოთ გამათბობელი და მოარიდეთ მზეს.