რისთვის არის საჭირო სავარძლის ბალიში?

სავარძლის ბალიშის გამოყენება იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომელთა სამუშაოც დიდხანს ჯდომას უკავშირდება. ეს პროდუქტი ხერხემალს სწორ პოზიციაში აფიქსირებს, რაც მუშაობის პროცესს საგრძნობლად აუმჯობესებს. გარდა სამსახურეობრივი საქმიანობისა, სავარძლის ბალიში ეფექტურია მგზავრობის დროსაც როგორც მძღოლებისთვის, ასევე მგზავრებისთვის. თუ კუდუსუნის არეში ტკივილი ხშირად გაწუხებთ, მაშინ მისი გამოყენება ყოველდღიურად, სახლის პირობებშიც, შეგიძლიათ. ამ პროდუქტს სამედიცინო დანიშნულება აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ის აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, აფერხებს სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ხელს უშლის ბუასილის პროგრესირებას. უმაღლესი ხარისხის სავარძლის ორთოპედიული ბალიშები წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ამ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ფილიალებში სთავაზობს. განვიხილოთ, “ახალი ხედვის” სავარძლის ბალიშები:
რა ტიპის სავარძლის ბალიშები არსებობს "ახალ ხედვაში"?
● ბერგერის/berger ბრენდის სავარძლის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში და დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. მისი ზედაპირი იხსნება და ირეცხება, რაც ჰიგიენური ნორმების დაცვის საშუალებას გვაძლევს.
● მორსა / MorsaCyberg ბრენდის სავარძლის ბალიში - აქვს ამორტიზაციის უნარი, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ავარჯიშებს კუნთებს, აქვს ჰაერგამტარი თვისება, რაც თავისთავად გამორიცხავს ჩახურებას.
გარდა სავარძლის ბალიშისა, კომპანია “ახალი ხედვა” ორთოპედიული ბალიშების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის პროდუქცია ლატექსის მასალისგანაა დამზადებული, გარედან მას ანტი-ალერგიული ქსოვილი აკრავს, რომელიც მარტივად იხსნება და ირეცხება, ეს კი გამოყენების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. კომპანია მომხმარებლებს ცნობილი თურქული ბრენდების - Morsa Cyberg /მორსასა და BERGER / ბერგერის ორთოპედიულ ბალიშებს საქართველოს მასშტაბით 13 მაღაზიაში სთავაზობს. მათი ღირებულება 65 ლარიდან 145 ლარამდე მერყეობს. სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი. შეკვეთას კი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში უმოკლეს ვადაში საკურიერო თუ საფოსტო მომსახურებით მიიღებთ.