როგორ შევარჩიოთ ელექტრო ეტლი?

ელექტრო ეტლი გადაადგილების დამხმარე საშუალებაა, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება. მისი შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიზაინი ან ფასი, არამედ ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებები, ცხოვრების სტილი და ის გარემო, სადაც ეტლი უნდა გამოიყენოს. სწორად შერჩეული ელექტრო ეტლი ხელს უწყობს გადაადგილების გამარტივებას და მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი პირობების შექმნას. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა ფაქტორებს უნდა მიაქციოთ ყურადღება შეძენამდე.

განსაზღვრეთ, სად და როგორ გამოიყენებთ ეტლს

თუ ეტლი სახლის პირობებისთვის გჭირდებათ, მნიშვნელოვანია მისი სიგანე და მანევრირების შესაძლებლობა. წინასწარ გაზომეთ კარი, დერეფნები და ლიფტის სივრცე. გარეთ გამოყენებისას კი ყურადღება უნდა მიაქციოთ ბორბლების გამძლეობას, გადაადგილების სტაბილურობასა და აკუმულატორის შესაძლებლობებს. ასევე გასათვალისწინებელია, რამდენად ხშირად დაგჭირდებათ ეტლის მანქანით გადატანა. დასაკეცი მოდელი შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ხშირად გადაადგილდებიან სხვადასხვა ლოკაციას შორის.

შეარჩიეთ შესაბამისი ზომა და დატვირთვის შესაძლებლობა

ელექტრო ეტლი მომხმარებლის სხეულის პარამეტრებს უნდა შეესაბამებოდეს. არასწორი ზომის სავარძელმა შესაძლოა ხანგრძლივი ჯდომისას დისკომფორტი გამოიწვიოს, ხოლო ზედმეტად ფართო ან ვიწრო კონსტრუქციამ გადაადგილება გაართულოს. შერჩევისას გაითვალისწინეთ:

  • სავარძლის სიგანე და სიღრმე;
  • საზურგისა და ფეხის საყრდენების კომფორტი;
  • მომხმარებლის წონა და ეტლის მაქსიმალური დატვირთვა;
  • ეტლის საერთო სიგანე და სიმაღლე.

მნიშვნელოვანია, რომ დატვირთვის დასაშვები ზღვარი შეესაბამებოდეს მომხმარებლის წონას. კონკრეტული მოდელის ტექნიკური მონაცემები წინასწარ უნდა გადაამოწმოთ კონსულტანტთან ან პროდუქტის აღწერაში.

კომპანია “ახალი ხედვის” ელექტრო ეტლები

სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სთავაზობს ავადმყოფის მოვლისა და გადაადგილების სხვადასხვა საშუალებებს. კომპანიის ასორტიმენტში წარმოდგენილია ელექტრო ეტლებისა და მექანიკური ეტლების სხვადასხვა მოდელი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

შ.შ.მ. პირის ელექტრო ეტლი შავი - არის სრულიად უსაფრთხო, მძლავრი ძრავითა და გამძლე ელემენტით. ეს პროდუქტი ადვილად იკეცება, რაც კიდევ უფრო აადვილებს მის გამოყენებას. ეტლი არის გამძლე და კომფორტული.  ეხმარება პაციენტს დამოუკიდებლად და მარტივად გადაადგილებაში. აღჭურვილია ელექტრო სამუხრუჭე სისტემით.

შ.შ.მ. პირის ეტლი ქოთნით - დამზადებულია ტყავის შემცვლელი მასალისგან. აქვს ქოთანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოიხსნას და დამაგრდეს.

შ.შ.მ. პირის ეტლი - გათვლილია მაქსიმუმ 100 კგ-ზე და დამზადებულია ბრეზენტისგან. ეტლი არის კეცვადი, გააჩნია მოძრავი ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. 

შ.შ.მ. პირთა მრავალფუნქციური ეტლი - ქმნის მაქსიმალურ კომფორტს პაციენტის მოვლის პროცესში. საზურგე მოძრავი და რეგულირებადი, გადახრა შესაძლებელია 160 გრადუსით. ასევე, გულ-მკერდის დამჭერის საშუალებით შესაძლებელია ტორსის დაფიქსირება ვერტიკალურ პოზიციაში. ეტლის ზედაპირი არის ანტიბაქტერიული. 

“ახალი ხედვის” მაღაზიებში თქვენ შეხვდებით მრავაფუნქციურ ეტლებს, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან. თითოული მათგანი არის კომფორტული და სრულად მორგებული პაციენტის საჭიროებებზე. დედაქალაქის გარდა, მათი შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში. მაღაზიების გარდა, პროდუქციის შეძენა ასევე შეგიძლიათ ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე.