როგორ შევარჩიოთ ხელჯოხები?

ხელჯოხებს ადამიანები ტრავმისა და დაზიანების დროს ეხმარება. ეს პროდუქტი ფეხზე ძალისა და დატვირთვის შემცირებას უზრუნველყოფს.  ხელჯოხები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს წონასწორობა დაიცვან და მოძრაობა გაიმარტივონ. ეს სამედიცინო საშუალება გათვლილია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სიარული სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ.  ამიტომ ის ადამიანებისთვის ყოველდღიურ  მოძრაობასა და გადაადგილებაში დიდ როლს ასრულებს.

ხელჯოხის სხვადასხვა ტიპები

არსებობს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ხელჯოხები. ისინი ერთმანეთისგან ფუნქციებით, ზომით, ფერითა და საყრდენი ფეხების რაოდენობით განსხვავდება. ეს პროდუქტი   არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი, სიმაღლეში რეგულირებადი, კეცვადი და არაკეცვადი. მომხმარებლებში გასაშლელი ხელჯოხები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან  ისინი სიმაღლეში რეგულირდება და საკმაოდ, პრაქტიკულია. . მისი მინიმალური სიმაღლე 82, მაქსიმალური კი 92 სანტიმეტრია. განვიხილოთ, ხელჯოხის სხვადასხვა ტიპები:

დასაკეცი ხელჯოხი -  სიმაღლეში რეგულირდება და მისი მინიმალური სიმაღლე 82, მაქსიმალური კი 92 სანტიმეტრია. ხელჯოხის მრავალგვარი მოდელი არსებობს თუმცა, დასაკეცი მათგან ყველაზე პრაქტიკულია. კონკრეტულად ეს მოდელი მარტივად შეიძლება დაიკეცოს, შესაბამისად მისი შენახვაც იოლია. გარდა ამისა, კომფორტულია მისი გამოყენება მგზავრობის დროს. მომხმარებელს მატარებელში, მანქანაში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებაში დაჯდომის შემდეგ მისი ჩანთაში ჩადების შესაძლებლობა აქვთ.  

ორთოპედიული სამარჯვი (ოთხი ფეხით) - არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. მისი მინიმალური სიმაღლეა 72 სმ, მაქსიმალური კი 96 სმ.

იღლიის ყავარჯენი - აქვთ რეზინის საყრდენები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი სიმაღლეში რეგულირებაც შესაძლებელია. რაც შეეხება იდაყვის ყავარჯენს, ეს პროდუქტი უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია; 

იდაყვის ყავარჯენი (ფრანგული) - მისი გამოყენება კომფორტულია საშუალო და გრძელვადიანი მოხმარების დროს. გააჩნია ჩამკეტი(სამაგრი) სიმაღლის უსაფრთხო და მარტივი რეგულირებისთვის.

როდის არის საჭირო ხელჯოხების გამოყენება?

ხელჯოხების გამოყენება ხდება მაშინ,  როდესაც ტრავმის შედეგად ფეხს ძალა არ უნდა დააწვეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:  

ფეხზე ან ტერფზე ქირურგიული ჩარევა;

სპორტული დაზიანება;

ავარია; 

მოტეხილობა;

მყესების დაჭიმულობა. 

სად უნდა შევიძინოთ ხელჯოხები?

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ყავარჯნებს მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს. ექსკლუზიური   ბრენდების პროდუქცია ხელმისაწვდომია თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში. კომპანია იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. სასურველი ნივთის შეძენა ხდება ონლაინ რეჟიმშიც. ამისთვის მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებაა საჭირო. შეკვეთილ ნივთს კი კონსულტანტი ნებისმიერ რეგიონში უმოკლეს დროში მოგაწვდით.