როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული ბალიში?

 

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხვადასხვა დანიშნულების უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია პოლიურეთანის ქაფისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს.   განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.

კისრის ორთოპედიული ბალიში - გამოიყენება ოსტეოქონდროზის, ცერვიკლაური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. კისრის ორთოპედიული ბალიშები ეფექტურია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც აქვს დარღვეული ძილის რეჟიმი. 

როტაციის ბალიში - ეხმარება პაციენტებს, რომ მარტივად შეძლონ სასურველ პოზიციაში მოთავსება. ბალიში უზრუნველყოფს პაციენტის სრულ მხარდაჭერას და სტაბილიზაციას თავისი ელასტიური სახვევითა და აგებულებით.

სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და  კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. სავარძლის ბალიში აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას.

რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

სწორად შერჩეული ორთოპედიული ბალიში ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლების დაძლევაში ეხმარება. ამიტომ მომხმარებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში მას საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ.  ორთოპედიული ბალიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გამოიყენება ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა: სუნთქვის გაძნელება, წელისა და  კისრის ტკივილი და სხვა. ასევე  სხეულს   სწორ   მდგომარეობაში აფიქსირებს და ადამიანებს მშვიდად ძილში ეხმარება.  სამედიცინო ბალიშები ხელს უწყობს:

სხეულის სწორ პოზიციონირებას;

ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;

აუმჯობესებს ძილის ხარისხს;

ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” ორთოპედიული ბალიშების ღირებულება 65 ლარიდან 155 ლარამდე მერყეობს. მათი ფასი დამოკიდებულია ბალიშის ფუნქციურ მახასიათებლებზე. ორთოპედიული ბალიშების შეძენა თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი.  ასევე კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი.