როგორ ვლინდება ბრტყელტერფიანობა?

ტერფების ტკივილი შეიძლება მნიშვნელოვანი დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ყოველდღიური დატვირთვა ემატება. ბრტყელტერფიანობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც ტერფის ფორმის ცვლილებას იწვევს და ხშირად თან ახლავს ქვედა კიდურებში დაღლისა და სიმძიმის შეგრძნება, კუნთების ტკივილი და სხვ.
ბრტყელტერფიანობის დამახასიათებელი ჩივილებია:
-
ადვილად დაღლა;
-
სიმძიმის შეგრძნება ფეხებში;
-
წვივის კუნთების ტკივილი;
-
წელის ტკივილი - ხანგრძლივი დგომისა და სიარულის შემდეგ და სხვ.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ბრტყელი ტერფით განპირობებული უარყოფითი ხასიათის შეგრძნებები ხშირად ნელა ვითარდება, მაგრამ მოგვიანებით, განსაკუთრებით ასაკის მომატებასთან ერთად, ეს შეგრძნებები თანდათან უფრო მკვეთრად იჩენს თავს, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ ბრტყელი ტერფის პროფილაქტიკა და მკურნალობა აუცილებლად ბავშვობის ასაკიდან უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია ტერფის სხვა პრობლემების დროს:
● დიაბეტური ტერფი - იწვევს კანის, რბილი ქსოვილების, ძვლებისა და ტერფის სახსრების დაზიანებას;
● ტერფმრუდობა - ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანომალიური განვითარება;
● ტერფის ვალგუსური დეფორმაცია - ხასიათდება ტერფის ცერა თითის გადახრით მომდევნო თითებისკენ. იწვევს ტერფის შეშუპებასა და ტკივილს;
● პლანტარული ფასციიტი - ქუსლის არეში ფასციის დაზიანების და ანთების შედეგად წარმოქმნილი გაძვალებული ქსოვილი;
● ხერხემლის გამრუდება;
● სახსრების პათოლოგიები (კოჭ-წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრების).
რა როლი აქვს ბრტყელტერფიანობის დროს სუპინატორის გამოყენებას?
ბრტყელტერფიანობა ხშირად გენეტიკურად განპირობებულია და მისი ნიშნები შეიძლება ადრეულ ასაკში, 3 წლიდან, გამოიკვეთოს. ასეთ შემთხვევაში ეფექტური გამოსავალი ორთოპედიული სუპინატორების გამოყენებაა.
სუპინატორი ამცირებს ტერფზე დატვირთვას, ამშვიდებს კუნთებსა და ფეხსაცმლის ტარებას ბევრად კომფორტულს ხდის. მისი მთავარი ფუნქციაა ტერფის ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნება და სახსრების გადატვირთვის პრევენცია. იგი განსაკუთრებით ეფექტურია დაჭიმულობის შეგრძნების, ტკივილისა თუ სხვადასხვა თანმდევი მდგომარეობის დროს.
დიაგნოსტიკის მეთოდები
სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვაში“ პაციენტებს საშუალება აქვთ დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დაგეგმვის თანამედროვე, ზუსტი მეთოდებით ისარგებლონ. ტერფის მდგომარეობის შეფასება ხდება ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საშუალებით - სიარულისა და დგომის პროცესში ტერფის გამოკვლევით, რაც ხორციელდება უმაღლესი ტექნოლოგიის მქონე იტალიური ბრენდის — Diasu-ს აპარატურით.
მიღებული მონაცემების საფუძველზე მზადდება ინდივიდუალური ორთოპედიული სუპინატორები, რომლებიც მაქსიმალურად ზუსტად ერგება თითოეული პაციენტის ტერფის ანატომიას და კონკრეტულ საჭიროებებს. სწორედ ეს პერსონალიზაცია უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ეფექტურობას.
გარდა ინდივიდუალური მოდელებისა, ცენტრში ხელმისაწვდომია მზა სუპინატორებიც, რომლებიც გამოიყენება ტერფის სხვადასხვა ტიპის პრობლემისა და დატვირთვის შემცირების მიზნით.