როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს?

ვარიკოზული ვენები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სისხლძარღვთა პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ქვედა კიდურებში. ეს მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც ვენების სარქვლები სუსტდება და სისხლი გროვდება, შედეგად, ვენური კედლები თანდათან ფართოვდება და დეფორმირდება, რის გამოც ვენები ხილული ხდება კანის ზედაპირზე.

რა იწვევს ვარიკოზულ ვენებს?

ვარიკოზის განვითარებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • ხანგრძლივი დგომა ან ჯდომა;
  • ჭარბი წონა;
  • ჰორმონალური ცვლილებები (ორსულობა, მენოპაუზა);
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.

ვარიკოზული ვენების ნიშნები შეიძლება იყოს:

  • გაფართოებული, მუქი ფერის ვენები;
  • ფეხების სიმძიმე და დაღლილობა;
  • შეშუპება;
  • ტკივილი ან წვა;
  • ღამის კრუნჩხვები.

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს?

ვარიკოზის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მკურნალობის სტრატეგია მოიცავს კონსერვატიულ, მინიმალურად ინვაზიურ და ქირურგიულ მეთოდებს, რომლებიც ინიშნება პათოლოგიის სიმძიმისა და კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით.

1. ცხოვრების წესის შეცვლა

  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა (სიარული, ცურვა);
  • წონის კონტროლი;
  • ფეხების აწევა დასვენებისას;
  • ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემცირება.

2. მედიკამენტური მკურნალობა (ექიმის რეკომენდაციით)

3. მინიმალურად ინვაზიური პროცედურები (თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს ეფექტურ მეთოდებს)

4. ქირურგიული ჩარევა (მძიმე და პროგრესირებადი ფორმების დროს)

5. კომპრესიული თერაპია:

კომპრესიული წინდები ვარიკოზული ვენების მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ფართოდ გამოყენებული საშუალებაა.

კომპრესიული წინდები ახდენს თანაბარ, ეტაპობრივ ზეწოლას ფეხებზე:

  • ყველაზე ძლიერი ზეწოლა კოჭის მიდამოშია
  • ზეწოლა თანდათან მცირდება ზემოთ მიმართულებით

ეს ხელს უწყობს სისხლის სწორად მოძრაობას გულისკენ და ამცირებს ვენებში დაგროვებას.

კომპრესიული წინდები:

  • ამცირებს შეშუპებას
  • ამსუბუქებს ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას
  • აფერხებს ვარიკოზის პროგრესირებას
  • აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას

კომპრესიული წინდები უნდა გამოიყენოთ ყოველდღიურად, განსაკუთრებით აქტიური დატვირთვის დროს, ხანგრძლივი მგზავრობისას, ორსულობის პერიოდში და სხვ.

ვარიკოზული ვენები არ არის მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა — იგი საჭიროებს ყურადღებას და სწორ მართვას. ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს. კომპრესიული წინდები კი წარმოადგენს მარტივ, უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდს, რომელიც წარმოადგენს ეფექტურ და პრაქტიკულ საშუალებას, რომელიც მარტივად თავსდება პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაში.