საბავშვო ორთოპედიული სუპინატორები
ბრტყელტერფიანობა მთელს მსოფლიოში გავრცელებული დაავადებაა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ეს პრობლემა განსაკუთრებით მოზარდებში იჩენს თავს, ამიტომ სკოლის ასაკიდან მშობლებმა აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ზრდა-განვითარებას, რადგან ამ დაავადების მკურნალობა მოზარდობის პერიოდში უფრო ეფექტურია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. მკურნალობის პროცესში აუცილებელია საბავშვო სუპინატორის გამოყენება, რადგან ის ფეხს სტაბილურობას უნარჩუნებს და ტერფის მდგომარეობასაც აუმჯობესებს, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. სუპინატორის ჩაღრმავებული ქუსლი, თაღის შესაბამისად გამოკვეთილი ფორმა და წონასწორობის გადასანაწილებელი ბალიში ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. მისი მოქნილი და შემაღლებული რბილი კიდეები კი კიდევ უფრო კომფორტულს ხდის გადაადგილებას. საბავშვო სუპინატორი დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც ადვილად ირეცხება და შრება, ის არ აოფლინებს ფეხს და მაქსიმალურად მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის გადაადგილებას, გარდა ამისა, სუპინატორის გამოყენება ნებისმიერი ტიპის სპორტულ ფეხსაცმელშია შესაძლებელი. ეს პროდუქტი ტერფს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და სხეულის ამ ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ასევე ტერფის, ხერხემლისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია.
რატომ უნდა შეიძინოთ ორთოპედიული სუპინატორები კომპანია „ახალ ხედვაში“?
თუ საბავშვო სუპინატორის მზა მოდელის შეძენა გსურთ, მაშინ კომპანია “ახალი ხედვის” 13 ფილიალს უნდა ესტუმროთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიები თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. ფილიალებში თქვენ შეხვდებით უმაღლესი ხარისხის ღაბაშებს ხელმისაწვდომ ფასად. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი. ხოლო, თუ ინდივიდუალური სუპინატორის დამზადება გსურთ, მაშინ თბილისში - ლუბლიანასა და წერეთლის მაღაზიებს, რეგიონებში, კი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მდებარე ფილიალს უნდა ეწვიოთ. კომპანია “ახალი ხედვა” ინდივიდუალურ სუპინატორებს ამზადებს თანამედროვე მიდგომებით. თავდაპირველად ხდება ტერფის კვლევა უახლესი თაობის ულტრასენსორული იტალიური Diassu-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. აღნიშნული პროცედურა ტერფის დეფორმაციების, თაღის მდგომარეობის, ყრდნობის ფართისა და სიმძიმის ღერძის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა, რაც უტყუარი დიაგნოზის დასმის წინაპირობაა. კვლევის ბოლოს მიღებული მონაცემების საფუძველზე კი უმაღლესი ხარისხის ინდივიდუალური სუპინატორი მზადდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 0322 18 25 38