საკეისროს გეტრები, იგივე საოპერაციო წინდები - ბენეფიტები და გამოყენების წესები
საკეისროს გეტრები ეფექტურია ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. საოპერაციო წინდების გამოყენება ახდენს თრომბების განვითარების პრევენციას, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს ქმნიან თრომბოემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზისა და სხვა საშიში პათოლოგიების ჩამოყალიბებისათვის.
რისთვის არის საჭირო საკეისროს გეტრები?
თუ ადამიანი მუდმივად ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია ასეთ დროს მიზანშეწონილია საოპერაციო წინდების გამოყენება, ანუ ისეთი კომპრესიის შექმნა, რომელიც თანაბრადაა გადანაწილებული და რომელიც სისხლის მიმოქცევის თანაბარ სტიმულაციას ახდენს კიდურის მთელ ფართობზე. საკეისროს გეტრები:
● სისხლის ნაკადს გულიდან დაშორებული უბნებიდან ასტიმულირებს;
● სისხლის ნაკადის ნორმალიზებას ახდენს მთლიანობაში და ამით ეწინააღმდეგება ვენური შეგუბების ჩამოყალიბებას.
რა ტიპის საოპერაციო გეტრები არსებობს?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საკეისრო გეტრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris-ის, Medi-სა და Morsa cyberg-ის საოპერაციო წინდებია წარმოდგენილი.
● ანტითრომბოებოლური მაღალყელიანი წინდა -გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - სამედიცინო დანიშნულების წინდაა, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე მას გამოიყენებენ ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს.
● ანტითრომბოებოლური დაბალყელიანი წინდა - სამედიცინო დანიშნულების წინდა, გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. გამოიყენება,ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
სამედიცინო ჯგუფის საფირმო მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ვებგვერდის მეშვეობითაც შეუძლია.