სახის ტეიპი - რა დროს გამოვიყენოთ?

სახის ტეიპი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე კოსმეტოლოგიაში. ამ პროდუქტს გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო და საპროფილაქტიკო თვისება.  ტეიპი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან და ამიტომ მისი გამოყენება უსაფრთხოა სახის მიდამოებში. სახის ტეიპის გამოყენება საკმაოდ, პოპულარული კოსმეტიკური პროცედურაა, რადგან  ქირურგიული პროცედურებისა და ინექციის მეთოდების გარეშე ის:

აუმჯობესებს კანის მდგომარეობას;

ამცირებს შეშუპებას;

აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს;

ებრძვის ნაოჭებს;

ხსნის სტრესსა და აფიქსირებს მიმიკურ კუნთებს;

ახდენს კუნთების რელაქსაციასა და კანის გადაჭიმვას.

სახის ტეიპი არის თხელი, წელვადი, ელასტიური ქსოვილი, რომელიც სისქითა და  ელასტიურობით თითქმის იდენტურია ადამიანის კანისა. ეს პროდუქტი მაქსიმალურად არის მიახლოებული კანის ბუნებრივ თვისებებთან, დამზადებულია განსაკუთრებული ხარისხის ბამბისგან, რაც კანს აძლევს სუნთქვის საშუალებას, წებოვანი ფენა კი ჰიპოალერგიულია. მისი რეგულარული გამოყენებისას კუნთებისა და უჯრედული მეხსიერება აქტიურდება. ასევე, სახის ტეიპი ახდენს კანის ‘ლიფტინგს’, შესაბამისად, ლოკალურად საგრძნობლად უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია. კანი და კუნთები ტეიპის მოხსნის შემდეგ, რჩება იმავე მდგომარეობაში, რის გამოც ნაოჭები გლუვდება, ხოლო კანი იჭიმება. გარდა კოსმეტოლოგიისა, ტეიპს სხვადასხვა პრობლემის დროს იყენებენ, თუმცა დაზიანებული კუნთოვანი და მყესოვანი უჯრედების აღსადგენად მისი გამოყენება უფრო ხშირია. ამ პროდუქტის აქტიური მომხმარებლები არიან სპორტსმენებიც, რადგან ის კუნთების დაჭიმულობის, იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია.  კვლევების თანახმად, დამტკიცებულია, რომ ტეიპი მნიშვნელოვნად ამაღლებს კუნთის  აქტივობასა და  მოძრაობას.

კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, გერმანული ბრენდის “დარკო”-ს კინეზიო ტეიპებს, რომლებიც ერთმანეთისგან ზომებით, ფერებითა და დანიშნულებით განსხვავდება. ეს პროდუქტი, თითქმის იდენტურია ადმიანის კანის  როგორც სისქით, ასევე ელასტიურობით. ამ პროდუქტის ყიდვა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით , ასევე კომპანიის მაღაზიათა ქსელში. სამედიცინო ჯგუფი  "ახალი ხედვა" 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ამ დროისთვის კომპანია 13 მაღაზიით - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.