სახსრების გაშეშება – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
სახსრების გაშეშება საკმაოდ გავრცელებული ჩივილია, რომელიც შეიძლება როგორც დროებით დისკომფორტს იწვევდეს, ისე ორგანიზმში მიმდინარე პრობლემაზე მიანიშნებდეს. განსაკუთრებით ხშირად ადამიანი გაშეშებას დილით, ხანგრძლივი უმოძრაობის შემდეგ ან ფიზიკური დატვირთვის დაწყებისას ამჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევაში ეს სიმპტომი სერიოზულ დაავადებას არ ნიშნავს ყურადღების მიქცევას საჭიროებს. მოკლევადიანი გაშეშება ხშირად ცხოვრების წესთან ან დატვირთვასთან არის დაკავშირებული, ხოლო ხანგრძლივი, განმეორებადი ან სხვა სიმპტომებთან ერთად გამოვლენილი გაშეშება ექიმის შეფასებას საჭიროებს. სახსრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველდღიური პროცესია. სწორი მოძრაობა, ზომიერი ფიზიკური აქტივობა და პრობლემის დროული შეფასება დაგვეხმარება სახსრების გაშეშება თავიდან ავიცილოთ.
რას ნიშნავს სახსრების გაშეშება?
სახსრის გაშეშება გულისხმობს მოძრაობის გაძნელებას და დაჭიმულობის შეგრძნებას. ზოგჯერ ის რამდენიმე წუთში ქრება, მაგალითად, ადგომისა და მოძრაობის დაწყების შემდეგ, თუმცა სხვა შემთხვევაში შესაძლოა საათობით გაგრძელდეს. გაშეშებას შეიძლება ახლდეს ტკივილი, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა ან სახსრის მიდამოში სითბოს შეგრძნება. სიმპტომების ხასიათი ხშირად ექიმს ეხმარება გამომწვევი მიზეზის დადგენაში.
რა იწვევს სახსრების გაშეშებას?
სახსრების გაშეშების მიზეზი მრავალფეროვანია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ოსტეოართროზი — მდგომარეობა, რომლის დროსაც სახსრის ხრტილოვანი ქსოვილი თანდათან იცვლება. ასეთ დროს გაშეშება ხშირად მოძრაობის დაწყებისას ან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ იჩენს თავს. სახსრების გაშეშების გავრცელებული მიზეზებია:
- სახსრის გადატვირთვა ან ტრავმა;
- ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები;
- ანთებითი დაავადებები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი;
- კუნთების სისუსტე და ფიზიკური უმოქმედობა;
- ჭარბი წონა, რომელიც ზრდის დატვირთვას განსაკუთრებით მუხლისა და თეძოს სახსრებზე.
ზოგჯერ გაშეშება დროებითია და დაკავშირებულია ერთ პოზაში დიდხანს ყოფნასთან. თუმცა თუ სიმპტომი ხშირად მეორდება, მისი მიზეზის დადგენა მნიშვნელოვანია.
რატომ არის დილის გაშეშება საყურადღებო?
დილის გაშეშების ხანგრძლივობასა და ხასიათს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რამდენიმე წუთის განმავლობაში არსებული დაჭიმულობა შეიძლება ჩვეულებრივ მექანიკურ ცვლილებებს უკავშირდებოდეს. ხოლო ხანგრძლივი დილის გაშეშება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას შეშუპება და ტკივილიც ახლავს, შესაძლოა ანთებით პროცესზე მიუთითებდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია სპეციალუსტთან კონსულტაციის გავლა.
როდის არის საჭირო ექიმთან მიმართვა?
სპეციალისტთან კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:
- გაშეშება რეგულარულად მეორდება ან თანდათან ძლიერდება;
- სახსარი შეშუპებულია, წითელია ან შეხებისას უჩვეულოდ თბილია;
- ტკივილი ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში;
- გაძნელებულია სიარული ან კიდურის სრულად მოხრა-გაშლა;
- სიმპტომები ტრავმის შემდეგ განვითარდა.
- უეცარი და ძლიერი ტკივილი, მკვეთრი შეშუპება, მოძრაობის შეუძლებლობა ან სიცხის თანხლება სწრაფ სამედიცინო შეფასებას საჭიროებს.
როგორ შევუწყოთ ხელი სახსრების ჯანმრთელობას?
სახსრების მდგომარეობაზე ყოველდღიური ჩვევებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნება და ხანგრძლივი უმოძრაობის თავიდან აცილება სახსრების ფუნქციის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.გარდა ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტურია:
- მსუბუქი გაჭიმვები და მოძრაობის ვარჯიშები;
- ცურვა ან სხვა დაბალი დატვირთვის აქტივობა;
- სამუშაო დღის განმავლობაში რეგულარული მოძრაობის შესვენებები.
სახსრების გაშეშების მკურნალობის გზები
სახსრების გაშეშების მკურნალობის პროცესი ხანგრძლივია, რადგან რევმატული დაავადებები ქრონიკულია და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ამ დროს აუცილებელია სწორი კვება და სიმძიმეების აწევის აკრძალვა. მწვავე პერიოდში მისაღებია მედიკამენტური მკურნალობაც. ამასთანავე, მიზანშეწონილია წონის კორექცია, მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება, სამკურნალო ვარჯიშები და ფიქსატორების ტარება. ფიქსატორები ზოგადად ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს და აქტიურად გამოიყენება სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს. მაღაზია “ახალ ხედვაში” ამ მიმართულებით მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. ეს ორთოპედიული საშუალებები არსებობს სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის, ამიტომ პრობლემის შესაბამისად მისი შერჩევა მარტივია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- მუხლის ფიქსატორები - მუხლის სახსარი ხშირად ზიანდება.შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრავმას ან ანთებით პროცესს. ფიქსატორი უზრუნველყოფს სახსრის სტაბილიზაციას,სითბოს შენარჩუნებასა და ტკივილის შემცირებას. ის შეიძლება დამზადებული იყოს ჰაერგამტარი ნეოპრინის,ანტიალერგიული ან აკრილის მასალისგან. რაც შეეხება მათ ფუნქციურ სხვაობას,ფიქსატორს შეიძლება ჰქონდეს სილიკონის ან მეტალის ჩანართი, ან სპეციალური ბალიში სახსრის დამატებითი მექანიკური ზემოქმედებისგან დასაცავად.
- მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - კოქსართროზი და მენჯ-ბარძაყის ტრავმა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.სპეციალური ფიქსატორები მკურნალობისა ან რეაბილიტაციის პროცესში შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა. თუ ბარძაყის კუნთში ტკივილს გრძნობთ,შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარძაყის კუნთის დამჭერი,რომელიც შეინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს და მოახდენს კუნთის საიმედო ფიქსაციას.
თუ გაშეშება მუდმივი ან განმეორებადი პრობლემაა, უმჯობესია მიმართოთ ექიმს. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტმა შეიძლება დაგინიშნოთ ფიზიკური გასინჯვა, სისხლის ანალიზები ან სხვა კვლევა.