სამედიცინო ფიქსატორები

სამედიცინო ფიქსატორი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს და შესამაბისად მომხმარებლები აქტიურად გამოიყენებენ. სამედიცინო ფიქსატორი ტრავმის შემდგომ პერიოდში და  სხვადასხვა დაზიანების დროს ინიშნება.  ამ პროდუქტს სხვადასხვა მიზნით გამოიყენებენ  - ეს შეიძლება, იყოს ტკივილის შემსუბუქება, რეაბილიტაციის პერიოდი, იმობილიზაცია ან რომელიმე დაავადების პრევენცია. ის ასევე სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და სხეულის თითქმის  ყველა ნაწილისთვის არის განკუთვნილი.

კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს ორთოპედიული ფიქსატორების მრავალფეროვან არჩევანს  სთავაზობს.ის ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და წამყვანი ევროპული ბრენდების პროდუქციას საქართველოს მოსახლეობისთვის უკვე წლებია ხელმისაწვდომს ხდის.კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე,ასორტიმენტის განახლებაზე და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.  სამედიცინო ჯგუფი თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში 12 ორთოპედიული მაღაზიით არის წარმოდგენილი. ფილიალებში უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი.

რა სამედიცინო ფიქსატორებს გვთავაზობს "ახალი ხედვა"?

სამედიცინო ფიქსატორების ყველაზე დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. როგორც ვთქვით, ეს პროდუქტი თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს. განვიხილოთ, რომელის სამედიცინო ფიქსატორია ხელმისაწვდომი და რისთვის არის განკუთვნილი თითოეული მათგანი:

მხრის ფიქსატორი - სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამედიცინო საშუალებაა და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება. ის სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. მას ძირითადად ხელის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს ნიშნავენ. მხრების ქამარი კი გამოიყენება როგორც ლავიწის მოტეხილობის დროს,თაბაშირის ნაცვლად,ასევე მხრებში გასამართად,პროფილაქტიკისთვის. მხრის ფიქსატორით სარგებლობენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან  მხრის სახსრის ბურსიტი აწუხებთ.

იდაყვის ფიქსატორი გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ.მათი გამოყენება ასევე რეკომენდებულია აქტიური ფიზიკური დატვირთვის დროს.თუ ექიმმა ეპიკონდილიტის დიაგნოზი დაგისვათ,აუცილებლად გამოიყენეთ ეპიკონდტილიტის ბანდაჟი,რათა შეამციროთ დატვირთვა მყესზე და ტკივილმა ნაკლებად შეგახსენოთ თავი.ხარისხიანი და ჰაერგამტარი ქსოვილი გაძლევთ საშუალებას,რომ ეს პროდუქტები ყოველდღიურად დისკომფორტის გარეშე გამოიყენოთ. 

კოჭის ფიქსატორი - უზრუნველყოფს სახრის ფიქსაციას.ნაქსოვი მოდელები კი ხელს უწყობს ასევე სითბოს შენარჩუნებას.თუ ამ მიდამოში ჰემატომა ან შეშუპება აღინიშნება,სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში სწორედ ორთოპედიული ფიქსატორი დაგემხარებათ.ფიქსატორებს შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა სახის ჩანართი, რომელსაც დამატებითი ფიქსაციის ფუნქცია აქვს.ჩანართის ტიპი დაზიანებისა და მისი ხარისხის მიხედვით შეირჩევა.

კისრის ფიქსატორი - ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს.მისი გამოყენება ეფექტურია კისრის ოსტეოქონდროზის დროს. კისრის მალების მოტეხილობისას უნდა გამოიყენოთ კისრის ორთეზი ან კისრის მყარი ფიქსატორი,რათა მოხდეს სრული იმობილიზაცია. გასაბერი ბალიში კი რეკომენდებულია კისრის დაჭიმულობის მოსახსნელად.ის ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის შაკიკის სიმპტომატიკას.  

სხივ-მაჯის ფიქსატორები-  გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობის დროს. ფიქსატორის გამოყენება შესაძლებელია მაჯის არხის სინდრომის დროს,ასევე რევმატოიდული ართრიტისა და კონტრაქტურის შემთხვევაში.

ხერხემლის ფიქსატორებს წელსა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ.წელის კორსეტების ტარება რეკომენდებულია როგორც გამოხატული პათოლოგიის დროს,ასევე ფიზიკური აქტივობისას წელის დასაცავად და დატვირთვის შესამცირებლად.ხერხემლის კორსეტი სქოლიოზის,კიფოზისა და ხერხემლის სვეტის სხვა დეფორმაციის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თითის ფიქსატორი -  მოტეხილობის, ამოვარდნილობის,  ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს ინიშნება. ამ პროდუქტის გამოყენება  ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია.

მუხლის ფიქსატორი - არსებობს სხვადასხვა მახასიათებლების მქონე მუხლის ფიქსატორები.თუ ცივი ამინდების გამო,მუხლის ტკივილმა შეგახსენათ თავი,მატყლის მუხლის სამაგრი უნდა გამოიყენოთ.თუ ართროზი გაწუხებთ უჩანართო ან პლასტმასის ჩანართიანი ფიქსატორია რეკომენდებული.მენისკისა და იოგოვანი აპარატის დაზიანებისას,ექიმის რეკომენდაციით,ჩანართიანი მუხლის ფიქსატორი გამოიყენება.უფრო სერიოზული დაზიანებებისა და მოულოდნელი ტრავმების დროს შეიძლება,ექიმმა სპეციალური ორთეზი დაგინიშნოთ. 

ტერფის ფიქსატორი -  ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება.  ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია ქუსლის დეზის,მეტატარზალგიისა და კოჟრის დროს და ბურსიტის საწინააღმდეგოდაც.

მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი - სხეულის ამ ნაწილის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. პაციენტები მას ბარძაყის კუნთების ტრავმის დროსაც ატარებენ. საზარდულის თიაქრის ქამრები კი ცალმხრივი ან ორმხრივი თიაქრის დროს ხსნის გამოხატულ დისკომფორტს.

სამედიცინო ფიქსატორების ფასები და ხარისხი

“ახალ ხედვაში “ წარმოდგენილი სამედიცინო ფიქსატორების  მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.  მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს  მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტ, ის საქართველოში  „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.  გარდა თურქეთისა, სამედიცინო ჯგუფი თანამშრომლობს ისეთი ქვეყნების ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა იტალია, შვეიცარია და გერმანია. თუმცა, უმაღლესი ხარისხისთან ერთად,  მომხმარებლებისთვის სამედიცინო ფიქსატორების ფასებიც მიმზიდველია, რადგან ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

რა უნდა გავითვალისწინოთ ფიქსატორების შეძენამდე?

სამედიცინო ფიქსატორების შეძენამდე გავითვალისწინოთ როგორც დაზიანების ტიპი, ასევე ზომა და პაციენტის ასაკი. ძალიან მნიშვნელოვანია,რომ მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის ხარისხსაც.ორთოპედიული საშუალებების მაღალი ხარისხი სწრაფი რეაბილიტაციისა და მკურნალობის გარანტია.