სამედიცინო ხელჯოხები "ახალ ხედვაში"

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ავადმყოფის მოვლის საშუალებების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების ავადმყოფის მოვლის საშუალების რეალიზაციას. კომპანია თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. ავადმყოფის მოვლის საშუალებებს შორისაა: თვითგადასაადგილებლები, ყავარჯნები, შშმ პირის ეტლები, ნაწოლების ლეიბი, ხელჯოხები და ყველა ის სამედიცინო დანიშნულების ნივთი, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება და მდგომარეობას უმსუბუქებს.

რა ტიპის ხელჯოხებია მაღაზიათა ქსელში?

ხელჯოხები პაციენტებს წონასწორობის დაცვაში ეხმარება. არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი ხელჯოხები, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადიც. კომპანია „ახალი ხედვა“  მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ხელჯოხებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და საყრდენი ფეხების რაოდენობით განსხვავდება. მათ შორის არის დასაკეცი ხელჯოხი, რომელიც  სიმაღლეში რეგულირდება და მისი მინიმალური სიმაღლე 82, მაქსიმალური კი 92 სანტიმეტრია. ხელჯოხის მრავალგვარი მოდელი არსებობს თუმცა, დასაკეცი მათგან ყველაზე პრაქტიკულია. კონკრეტულად ეს მოდელი მარტივად შეიძლება დაიკეცოს, შესაბამისად მისი შენახვაც იოლია. გარდა ამისა, კომფორტულია მისი გამოყენება მგზავრობის დროს. მომხმარებელს მატარებელში, მანქანაში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებაში დაჯდომის შემდეგ, მისი ჩანთაში ჩადების შესაძლებლობა აქვთ.  განვიხილოთ, კომპანია “ახალი ხედვის” ხელჯოხების სხვა მოდელებიც:

ორთოპედიული სამარჯვი (სამი ფეხით) - არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. მისი მინიმალური სიმაღლეა 72 სმ, მაქსიმალური კი 96 სმ.

ორთოპედიული სამარჯვი (ოთხი ფეხით) - ხელმისაწვდომია ნაცრისფერი. არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. მისი მინიმალური სიმაღლეა 72 სმ, მაქსიმალური კი 96 სმ.

კომპანია “ახალი ხედვა” უსინათლოებს მათთვის განკუთვილ სპეციალურ ხელჯოხებსაც სთავაზობს. კომპანია „ახალი ხედვის“ პროდუქტების შეძენისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისის ფილიალებს, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. გარდა ამისა, კომპანია სამედიცინო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში - გორში,  ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. პროდუქტის შეძენა ხდება ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. გამოწერილ პროდუქტს კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.