სამედიცინო წებოვანი ლენტი

სამედიცინო წებოვანი ლენტი ძალიან პრაქტიკულია თანამედროვე მედიცინაში.   ეს პროდუქტი არის ელასტიური და სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებისთვის გამოიყენება. მას ძირითადად ორი მიმართულებით, ტრავმების დროს და კოსმეტოლოგიაში გამოიყენებენ. მისი ტარება სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია, ამიტომ აქტიური მომხმარებლები სპორტსმენები არიან. წებოვანი ლენტის გამოყენება რეკომენდირებულია: 

დაჭიმულობის დროს;

შეშუპების დროს;

იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს.

სამედიცინო წებოვან ლენტს კოსმეტოლოგიაშიც მნიშვნელოვანი ფუქნცია აქვს, რადგან კანის ლიფტინგისთვის გამოიყენება -. ეს პროცედურა კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ლიფტინგი ხომ  კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და ნაოჭებს ქირურგიული ჩარევებისა და  ინექციის გარეშე აჩერებს.

სამედიცინო წებოვანი ლენტის ბენეფიტები

წებოვანი ლენტი თავისი ელასტიურობით ხელს უწყობს კუნთის  აქტივობასა და  მოძრაობას. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, მისი გამოყენების დროს უმჯობესდება ლიმფოდრენაჟი, რაც  ქსოვილების შეშუპების შემცირებასაც იწვევს. სამედიცინო წებოვანი ლენტი ხელს უწყობს:

ქსოვილების შეშუპების შემცირებას;

კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას;

დაზიანებული კუნთოვანი და მყესოვანი უჯრედების აღდგენას;

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

დამატებით  რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო წებოვან ლენტზე?

გთავაზობთ სამედიცინო წებოვანი ლენტის  გამოყენების ზოგად ინსტრუქციას. თუმცა, გირჩევთ, რომ ამ საკითხის შესახებ რჩევები პირადი ექიმისგან მიიღოთ.

  1.  პირველ რიგში, დაზიანებული ადგილიდან თმის მოშორებაა საჭირო. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დაბანის შემდეგ კანზე ლოსიონი ან დამატენიანებელი საშუალებები არ წაისვათ.
  2.  თუ ფიზიკური აქტივობით ხართ დაკავებული, მაშინ სამედიცინო წებოვანი ლენტი აქტივობამდე მინიმუმ 1 საათით ადრე უნდა დაიკრათ.
  3.  სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სამედიცინო წებოვანი ლენტის დაკვრის პროცესში: ეცადეთ,   წებოვან ნაწილს ხელით არ შეეხოთ, არ მოკეცოთ და პირდაპირ დაიკრათ. თუ ტეიპს ოდნავ მოგრეხთ, მაშინ ქაღალდის აძრობასაც მარტივად შეძლებთ.