სახსრების ტკივილი

სახსრების ტკივილი ძირითადად  ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება. უსიამოვნო შეგრძნებები პირველად ბარძაყისა და მუხლის არეში აღინიშნება,  რაც იმის მანიშნებელია, რომ სხეული ისეთივე ახალგაზრდა აღარ არის. წლების მატებასთან ერთად სასახსრე ხრტილები და შემაერთებელი ქსოვილები იწვევს ტკივილს, შესიებასა და შეზღუდულ მოძრაობას.  სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება, რა დროსაც ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. სახსრებისა და კუნთების ტკივილი ზოგჯერ გაუსაძლისია  და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის დაკარგვას, არამედ კონცენტრაციის უნზარზეც უარყოფითად მოქმედებს.

სახსრების ტკივილის გამომწვევი მიზეზები

სახსრების ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. ასაკთან ერთად მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, სიმსუქნე, გენეტიკა ან სახსრების ტრავმაც იყოს. თუმცა არსებობს ამ სიმპტომის გამომწვევი სხვა მიზეზებიც: 

ოსტეოართრიტი - წარმოადგენს სახსრის დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებას, რომელიც  მექანიკური და ბიოლოგიური პროცესესების შედეგად ვითარდება.  მდგომარეობა კლინიკურად სახსრის ტკივილით, გაშეშებითა და ფუნქციის შეზღუდვით ხასიათდება. მის მთავარ რისკ ფაქტორად ითვლება მდედრობითი სქესი და სიმსუქნე.

რევმატოიდული ართრიტი - ორგანიზმის დამცველობითი სისტემის არასწორი მოქმედების შედეგად სახსარში იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც იწვევს სახსრის შეშუპებას, ტკივილს, დეფორმაციას,  დესტრუქციას და მოძრაობის შეზღუდვას.   ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და აქაც ძირითად  სამიზნე ჯგუფი 35-50 წლის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს პრაქტიკულად ნებისმიერი სახსრის დაზიანებით, მაგრამ უმეტესად ზიანდება სხივ-მაჯის, მუხლის და ტერფის სახსრები.

პოდაგრა - სისტემური პრობლემაა,რომელიც გამოწვუელია პურინული ცვლის დარღვევით, რაც იწვევს სახსრებში  შარდმჟავას ნაერთების აკუმულირებას. მას ახასიათებს ართრიტის ეპიზოდები,რომელიც,როგორც წესი, ვლინდება ცალკეულ,ძირითადად ტერფის ცერა თითის სახსარზე.იშვიათად ზიანდება მუხლის,კოჭ-წვივის,სხივ-მაჯისა და თითების სახსრებიც.

სახსრების ტკივილის მკურნალობის გზები

სახსრების ტკივილი გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს. მკურნალობის პროცესი ხანგრძლივია, რადგან რევმატული დაავადებები ქრონიკულია და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.  ამ დროს აუცილებელია სწორი კვება და სიმძიმეების აწევის აკრძალვა. მწვავე პერიოდში მისაღებია მედიკამენტური მკურნალობაც. ამასთანავე, მიზანშეწონილია წონის კორექცია, მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება, სამკურნალო ვარჯიშები და ფიქსატორების ტარება. ზოგადად, ფიქსატორები სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვასა და  ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს.  გარდა ამისა, მაგალითად მენჯ- ბარძაყის ფიქსატორი მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან იცავს. მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას კი მუხლის ფიქსატორები უზრუნველყოფს.არსებობს ასევე კოჭის,თითის,სხივ-მაჯის,მხრის,იდაყვის,კისრის და ტერფის ფიქსატორები.ისინი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობისთვის,ასევე რეაბილიტაციის პროცესში.

როგორ ავარიდოთ თავი სახსრების ტკივილს?

სახსრის ტკივილების დროს უნდა შეიზღუდოს ისეთი აქტივობები,  როგორიც არის სირბილი, ხტომა, ჩაბუქვნა. მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს და ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული, განსაკუთრებით - უსწორმასწორო ზედაპირზე. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ სიმძიმეების აწევასა და გადატანას. ყველა ამ სახის აქტივობის დროს დაზიანებულ სახსრებზე მოქმედებს ძალა, რომელიც გაცილებით აღემატება სხეულის წონას და უკვე სახეცვლილი ხრტილისთვის  და დაზიანებული სახსრისთვის საკმაოდ საზიანო ხდება.