საზარდულის თიაქარი - სიმპტომები და მკურნალობის გზები

საზარდულის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ძირითადად მამაკაცებში გვხვდება, თუმცა არც ქალბატონებშია გამორიცხული. ამ დაავადების დროს მუცლის ღრუს შიგთავსის ნაწილი გადმოინაცვლებს კანქვეშ, რაც ხშირად იწვევს დისკომფორტს, ტკივილსა და სერიოზულ გართულებებს.
როგორ ამოვიცნოთ საზარდულის თიაქარი?
პირველადი სიმპტომები შესაძლოა მცირე და შეუმჩნეველი იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში ვლინდება შემდეგი ნიშნებით:
-
ბოქვენის არეში გამობერილობა, რომელიც წოლისას ქრება;
-
სიმძიმის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში;
-
წვა და ტკივილი თიაქრის არეში;
-
სისუსტე, ზოგჯერ კი გულისრევა და ცხელება თიაქრის ჩაჭედვის შემთხვევაში.
ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები უფრო შესამჩნევია ხველის, ფიზიკური დატვირთვისა და დაძაბულობის დროს.
რა იწვევს თიაქარს? – ძირითადი მიზეზები
თიაქარი წარმოიშობა იმ დროს, როდესაც მუცლის ღრუს შიგთავსი კანქვეშ გამოდის. გამომწვევი ფაქტორები მოიცავს:
-
გენეტიკური მიდრეკილება;
-
მუცლის კედლის ტრავმები ან პოსტოპერაციული ნაწიბურები;
-
ასაკობრივი ცვლილებები;
-
ჭარბი ფიზიკური დატვირთვა;
-
მშობიარობა;
-
ქრონიკული ხველა ან შეკრულობა;
-
მუცლის შიგნით ზეწოლის მატება (მაგალითად, დაძაბულობისას დეფეკაციის დროს).
მკურნალობის გზები: რა უნდა ვიცოდეთ
თიაქარი თავად არ ქრება — პირიქით, დროთა განმავლობაში შეიძლება გაძლიერდეს. მკურნალობის ძირითადი მეთოდია ოპერაცია, თუმცა მცირე ზომის თიაქრის ან ოპერაციის გადავადების შემთხვევაში შესაძლებელია კონსერვატიული საშუალებების გამოყენება.
რეკომენცადიები:
-
გაუფრთხილდით წონას და ერიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას;
-
მიიღეთ საკმარისი სითხე და იკვებეთ ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტებით;
-
მოერიდეთ სიმძიმის აწევასა და სხეულის დამძაბველ მოძრაობებს;
-
გამოიჩინეთ სიფრთხილე მშობიარობის შემდეგ ან ოპერაციის შემდეგ პერიოდში.
საზარდულის თიაქრის ქამრები და ბანდაჟები – კონსერვატიული დახმარება
მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენება სპეციალური ორთოპედიული ქამრები, რომლებიც:
-
ამცირებენ დისკომფორტს და ტკივილს;
-
ხელს უშლიან თიაქრის ზრდასა და ჩაჭედვას;
-
რეკომენდებულია როგორც ოპერაციამდე, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში.
„ახალი ხედვა“ გთავაზობთ შემდეგი ტიპის ბანდაჟებს:
-
საზარდულის თიაქრის ბანდაჟი (ცალმხრივი) – დამზადებულია 5 მმ სისქის ელასტიური ქსოვილისგან. ხსნის დისკომფორტსა და უზრუნველყოფს სიმპტომების შემსუბუქებას.
-
საზარდულის თიაქრის ბანდაჟი (ორმხრივი) – დამზადებულია ანალოგიური სტრუქტურით, გამოიყენება ორმხრივი თიაქრის შემთხვევაში. ამცირებს უსიამოვნო შეგრძნებას, ტკივილსა და დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს.
ყველა პროდუქტი გამოირჩევა ხარისხითა და კომფორტით. მათში მოთავსებულია სპეციალური სილიკონის ბალიში, ხოლო ქამარს გააჩნია რეგულირებადი მექანიზმი.
სად შევიძინოთ?
საზარდულის თიაქრის ბანდაჟების შეძენა შეგიძლიათ:
-
თბილისის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში;
-
ონლაინ, „ახალი ხედვის“ ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ;
-
თბილისში – ადგილზე მიტანის სერვისით;
-
რეგიონებში – საფოსტო გზავნილით.
დამატებით, მაღაზიებში ხელმისაწვდომია თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული წამყვანი ბრენდების პროდუქცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 218 25 38