შეიძინეთ სკამი უნიტაზი "ახალ ხედვაში"
სკამი უნიტაზი ავადმყოფის მოვლის პროცესში გამოიყენება. ამ პროდუქტით სარგებლობა რეკომენდირებულია მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ინსულტის, ცერებრალური დამბლის დროსა და რეაბილიტაციის პერიოდში. გარდა ამისა, სკამი უნიტაზი ეხმარება როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე, მოხუცებსა და პაციენტებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
როგორ შევარჩიოთ სკამი უნიტაზი?
სკამი უნიტაზი ერთმანეთისგან განსხვავდება გადაადგილების მექანიზმისა და წონითი დატვირთვის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის სიმაღლეში რეგულირებაც არის შესაძლებელი. ისინი შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და, ძირითადად, არის კეცვადი, გააჩნია ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. ამ მიმართულებით სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ წამყვანი კომპანიაა. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და სკამი უნიტაზის იმპორტსა და რეალიზაციას 2012 წლიდან ახორციელებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● სკამი უნიტაზი - დამზადებულია ფოლადის მასალისგან და მისი მაქსიმალური წონითი დატვირთვა - 100კგ-ია;
● უნიტაზის სკამი (საბურავებით) - არის კეცვადი, გააჩნია 4 საბურავი და ფეხის მუხრუჭი. სავარძელი არის ქრომირებული. გათვლილია მაქსიმუმ 100 კგ-ზე.
● სკამი უნიტაზი შავი - გათვლილია მაქსიმუმ 200 კგ-ზე
როგორ შევიძინოთ სკამი უნიტაზი?
ავადმყოფის მოვლა ურთულესი პროცესია და ამ პერიოდში ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, მათ შორის ხარისხიანი მოვლის საშუალებების გამოყენება. უმაღლესი ხარისხის სკამი უნიტაზის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში ასევე, ხელმისაწვდომია უნიტაზის ასამაღლებლები, შშმ პირის ეტლები, თვითგადაადგილების საშუალებები და სხვადასხვა სახეობის ავადმყოფის მოვლის სამედიცინო ნივთები. კომპანიის ფილიალებში წარმოდგენილი პროდუქტები ისეთი ცნობილი ბრენდებისაა, როგორიცაა: მორსა / MorsaCyberg, ბერგერი/Berger, ბაუერფეინდი/Bauerfeind, დარკო/Darco და სიგვარისი / Sigvaris. მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც.