შეშუპება კიდურებში - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
შეშუპება კიდურებში გამოწვეულია სხვადასხვა დაავადებით. ამ პრობლემის მიზეზი შესაძლოა იყოს ვენური სისტემის პათოლოგია ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები. ამ დროს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის პაციენტები აქტიურად გამოიყენებენ ორთოპედიულ საშუალებებს. ეს პროდუქცია შეშუპების შემცირებას უზრუნველყოფს და კიდურებს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს.
რა იწვევს შეშუპებას კიდურებში?
კიდურებში შეშუპება ვითარდება მაშინ, როდესაც სხეულის ქსოვილებში ჭარბი სითხე გროვდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
● ცხოვრების წესი: დიდხანს ფეხზე დგომა ან ჯდომა, მარილიანი საკვების ჭარბი მოხმარება.
● ვენური უკმარისობა: როდესაც ვენებს უჭირთ სისხლის უკან, გულისკენ გადაქაჩვა, სითხე გროვდება ქვედა კიდურებში.
● თირკმლის პრობლემები: თირკმლები ვერ უმკლავდებიან ორგანიზმიდან სითხისა და ნატრიუმის გამოდევნას.
● გულის უკმარისობა: გული ვერ ტუმბავს სისხლს ეფექტურად, რაც იწვევს სითხის შეგუბებას ფეხებში.
● ორსულობა და ჰორმონალური ცვლილებები.
სიმპტომები, რომელიც ახასიათებს შეშუპებულ კიდურებს
კიდურების შეშუპების დროს შეუძლებელი ხდება ხელის და ფეხის ნორმალურად მოძრაობა. კიდურების შეშუპებას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
● ზომაში მომატება: კიდური გამოიყურება დასიებულად და მოცულობაში მომატებულად;
● კანის დაჭიმულობა: კანი შეშუპებულ ადგილზე ხდება პრიალა და დაჭიმული;
● ფერის ცვლილება: კანი შეიძლება გაფითრდეს, ან პირიქით — მიიღოს მოლურჯო-მოწითალო ფერი;
● სიმძიმის შეგრძნება;
● მოძრაობის შეზღუდვა - სითხის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო.
● ტკივილი და დაჭიმულობა: შესაძლოა იგრძნოთ ყრუ ტკივილი ან წვის შეგრძნება კანის ძლიერი გაჭიმვის გამო.
შეშუპებული კიდურების მკურნალობა
შეშუპების თავიდან ასარიდებლად ყველაზე ეფექტური საშუალება არის კომპრესიული წინდების ტარება. ყველა ადამიანისთვის რეკომენდებულია პირველი ხარისხის კომპრესიის წინდების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის უკეთეს ცირკულაციას და ამცირებს შეშუპების ალბათობას. კომპანია “ახალი ხედვა” ამ მიმართულებით მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. შვეიცარული ბრენდის, Sigvaris-ის, Traveno კომპრესიული წინდები განსაკუთრებით ეფექტურია მოგზაურების დროს. ეს წინდები კომფორტულია ყოველდღიური გამოყენებისთვისაც რადგან:
● უზრუნველყოფს მსუბუქ, თანაბარ კომპრესიას;
● ამცირებს დაღლილობასა და შეშუპებას;
● არ ზღუდავს მოძრაობას.
განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
● ლიმფოსტაზის ხელის წინდა (მტევნის გარეშე) - ისევე, როგორც თითებიანი მოდელი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან და მისი უნიკალური სტრუქტურა ძალიან კომფორტულია.
● კომპრესიული წინდა მკლავისთვის (მაჯამდე) - არის გამძლე, სუნთქვადი და კომფორტული.
● ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა - COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე საფირმო ფილიალებშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია.