შლატერი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

 

შლატერის დაავადება მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით გამოწვეული დაზიანების შედეგად ვითარდება. ძირითადად, მიზეზი ძვლის თავთან შეერთების ადგილას - მუხლის ფირფიტის განმეორებადი, ძლიერი დაჭიმვები ხდება. ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევაში 10-დან 18 წლამდე მოზარდებს უჩნდებათ. უფრო მეტად, კი ხშირი ბიჭებშია, რომელთა ორგანიზმიც აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის. მკურნალობის პროცესში მიზანშეწონილია სპორტისა და გადაჭარბებული ვარჯიშებისგან თავის არიდება და მუხლის იმობილიზაცია.

შლატერის სიმპტომები 

შლატერის დაავადებას თან ახლავს ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობის გაძლიერება. დისკომფორტი ძლიერდება აქტივობების დროს და მცირდება დასვენების პერიოდში. შლატერის სიმპტომებია:

შესიება;

ტკივილი ფიზიკური აქტივობის დროს;

დისკომფორტი  მუხლის ქვედა არეში;

კოჭლობა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

შლატერის გამომწვევი მიზეზები

შლატერის დაავადება საკამოდ გავრცელებულია მოზარდებში. განსაკუთრებით, მათში ვინც ერთიანად მოიმატეს სიმაღლეში და ძვლების, კუნთებისა და მყესების ზრდის პროცესი არ დაემთხვა ერთმანეთს. მოზარდების გარდა, რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან სპორტსმენებიც, რომლებიც ხშირად იღებენ ტრავმებს სპორტული აქტივობების დროს. შლატერის გამომწვევი მიზეზებია: 

ძვლის და ხრტილის ანთება;

მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა;

დაზიანება.

შლატერის მკურნალობა

შლატერის მკურნალობის დროს ტკივილის თავიდან ასარიდებლად სპორტსა და გადაჭარბებულ ვარჯიშს უნდა მოერიდოთ. ასევე საჭიროა თავის შეკავება მუხლის ძლიერი მოხრისგან. მკურნალობის პროცესში პაციენტები იღებენ მედიკამენტებს, ასრულებენ დაჭიმვით ვარჯიშებსა და იყენებენ მუხლის ფიქსატორებს. სიმპტომები თავისთავად ქრება რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის ფიქსატორებს სთავაზობს.   პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 20 ლარიდან 385  ლარამდე  მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

მუხლის მყესის დამჭერი - გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.

კვირისტავის მყესის დამჭერი- გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.

მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.

საქართველოში სამედიცინო ჯგუფი  "ახალი ხედვა" 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში საფირმო ფილიალებით არის წარმოდგენილი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.