სიმძიმის შეგრძნება ფეხებში
ფეხებში სიმძიმის შეგრძნება ერთნაირი სიხშირით გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. როგორც წესი, ის ჩნდება მუხლს ქვემოთ, წვივის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. განსაკუთრებით ეს სიმპტომები საღამოობით ძლიერდება. ფეხების დამძიმება შესაძლოა გამოწვეული დიდხანს ჯდომით, გადატვირთული ფიზიკური აქტივობით ან რომელიმე დაავადებით.
რამ შეიძლება გამოიწვიოს სიმძიმის შეგრძნება ფეხებში?
ფეხებში სიმძიმის შეგრძნება შესაძლოა განვითარდეს მძიმე სამუშაო დღის, ხანგრძლივი სიარულის, ვარჯიშის ან თუნდაც ჩვეულებრივი საოჯახო საქმეების შესრულების შემდეგ. ფეხებში სიმძიმის შეგრძნების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს::
● ვენური უკმარისობა (ვარიკოზი): ყველაზე ხშირი მიზეზია. როდესაც ვენური სარქველები სათანადოდ ვერ მუშაობს, სისხლი გროვდება ქვედა კიდურებში, რაც იწვევს სიმძიმეს, შეშუპებას და ტკივილს.
● ცხოვრების წესი: დიდხანს ფეხზე დგომა ან, პირიქით, დიდხანს ჯდომა აფერხებს ცირკულაციას.
● ჭარბი წონა: დამატებითი დატვირთვა სახსრებსა და სისხლძარღვებზე.
● ორსულობა: ჰორმონალური ცვლილებები და საშვილოსნოს მხრიდან ვენებზე ზეწოლა.
● ფიზიკური გადატვირთვა: ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ კუნთების გადაღლა.
როგორ ვუმკურნალოთ სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში?
ფეხებში სიმძიმის შეგრძნების მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ამ დროს ეფექტურია სპეციალური ტრიკოტაჟის გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მას პაციენტები ვენებზე არსებული პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
● ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა - COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო კომპანიის ორთოპედიული საშუალებების შეძენა, თბილისის გარდა, გორის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებშია შესაძლებელი. სასურველი პროდუქციის შეძენა ასევე ხდება ონლაინ რეჟიმშიც, ვებგვერდის მეშვეობით.
როგორ ავარიდოთ თავიდან “ფეხის დამძიმება”?
ფეხის დამძიმების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, მცირე ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული და ცურვა. ამ დროს ასევე, ეფექტურია ფეხების მაღლა აწევა დღის განმავლობაში 15-20 წუთით.