სპორტული ლენტი
სპორტული ლენტის აქტიური მომხმარებლები არიან სპორტსმენები, რადგან ეს პროდუქტი კუნთების დაჭიმულობის, იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, გერმანული ბრენდის “დარკო”-ს სპორტულ ლენტს. ეს პროდუქტი, თითქმის იდენტურია ადმიანის კანის როგორც სისქით, ასევე ელასტიურობით და მისი ღირებულება 45 ლარს შეადგენს. მოცემული ფასი საკმაოდ ბიუჯეტურია, იმის გათვალისწინებით, რომ შენაძენის გამოყენებას თვეების განმავლობაში შეძლებთ.
● კინეზიო ტეიპი - მისი სპეციფიკური სტრუქტურა კუნთის აქტივობას უწყობს ხელს და მასზე დატვირთვას ამცირებს. ეს პროდუქტი დაზიანებულ ადგილას სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს.
სპორტული ლენტის ბენეფიტები
სპორტული ლენტი მნიშვნელოვნად ამაღლებს კუნთის აქტივობასა და მოძრაობას. ასევე უმჯობესდება ლიმფოდრენაჟი, რაც ქსოვილების შეშუპების შემცირებას იწვევს. სპორტული ლენტი გამოიყენება:
● სპორტული ტრავმების სამკურნალოდ;
● სხვადასხვა ძვალ-კუნთოვანი ტრავმების სამკურნალოდ;
● ანთებითი დაავადებების დროს;
● დაჭიმულობის, იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ.
რა დროს გამოვიყენოთ სპორტული ლენტი?
სპორტულ ლენტს სხვადასხვა პრობლემის დროს იყენებენ, თუმცა დაზიანებული კუნთოვანი და მყესოვანი უჯრედების აღსადგენად მისი გამოყენება უფრო ხშირია. ეს პროდუქტი მოგცემთ საშუალებას არამარტო გააგრძელოთ ვარჯიში არამედ აღიდგინოთ დაზიანებული კუნთოვანი და მყესოვანი უჯრედები და მშვიდად დაუბრუნდეთ თქვენ საქმიანობას. გარდა ამისა, სპორტული ლენტი უზრუნველყოფს კისრის დაჭიმულობის, ტკივილისა და ანთებითი პროცესის შემცირებას. მისი გამოყენება შესაძლებელია 24 საათი დღის განმავლობაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ სპორტული ლენტის გამოყენების დროს?
გთავაზობთ, სპორტული ლენტის გამოყენების ზოგად ინსტრუქციას. თუმცა, გირჩევთ, რომ ამ საკითხის შესახებ რჩევები პირადი ექიმისგან მიიღოთ.
1. პირველ რიგში, დაზიანებული ადგილიდან თმის მოშორებაა საჭირო. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დაბანის შემდეგ კანზე ლოსიონი ან დამატენიანებელი საშუალებები არ წაისვათ.
2. თუ ფიზიკური აქტივობით ხართ დაკავებული, მაშინ სპორტული ლენტი აქტივობამდე მინიმუმ 1 საათით ადრე უნდა დაიკრათ.
3. ეცადეთ, წებოვან ნაწილს ხელით არ შეეხოთ, არ მოკეცოთ და პირდაპირ დაიკრათ. თუ ლენტს ოდნავ მოგრეხთ, მაშინ ქაღალდის აძრობასაც მარტივად შეძლებთ .