სპორტული სუპინატორი

სპორტული სუპინატორი სპორტსმენებს ვარჯიშებისა და გადატვირთული ფიზიკური აქტივობების დროს ეხმარება. ის ტერფის არეში ტკივილის შემსუბუქებას და ტერფის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. ზოგადად, სუპინატორებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რადგან პრობლემები ტერფზე მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს და მას  ძირითადად ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენებენ. თუმცა, დიდი ფიზიკური დატვირთვის  გამო სუპინატორები სპორტსმენებისთვისაც  მნიშვნელოვანი სამედიცინო საშუალებაა. მათი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი, ხანგრძლივი ვარჯიში და ზეწოლა, ტერფზე და ქუსზლე პრობლემებს ხშირად იწვევს. ეს პროდუქტი კი ამ დროს სპორტით დაკავებულ ადამიანებს ძალიან ეხმარება. 

რა ტიპის სპორტულ სუპინატორებს გთავაზობთ კომპანია “ახალი ხედვა?”

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სპორტულ სუპინატორებს სთავაზობს :

ორთოპედული ჩასაფენი „ErgoPad® redux heel 2“ (B-300)  - დაფარულია რბილი პოლიურეთანის ქაფით, რაც მას განსაკუთრებით მოქნილს, თხელს და რბილს ხდის. გარდა ამისა,მის ზედაპირში მოთავსებულია სენსორმოტორული ფოლაქები,რომელიც  ასტიმულირებს ფეხის მოდუნებულ კუნთებს.ქუსლის არეში მოთავსებული სპეციალური ბალიში მოძრაობისას იღებს ზეწოლას და გადაადგილების პროცესს უმტკივნეულოს ხდის.

სილიკონის ჩასაფენი- დამზადებულია 100% სილიკონისგან და  გადაკრული აქვს რბილი ქსოვილი, რომელიც სრულიად შთანთქამს ტენს და ოფლს.  

ამ მოდელების ყიდვა კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიებში თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში მდებარე 14 ორთოპედიულ მაღაზიაშია შესაძლებელი. კომპანიის ფილიალებში მყარი და  სილიკონის მზა სუპინატორების საკმაოდ დიდი არჩევანია და მათი  ღირებულება 45 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, სასურველი მოდელის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც ხელმისაწვდომია. თუმცა, თუ თვლით, რომ თქვენთვის  ინდივიდუალური სუპინატორის დამზადებაა საჭირო, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის  დამზადების სერვისს სთავაზობს. ეს პროცესი ტერფის  ბაროპოდომეტრიისა და   პოდოსკანირების  შედეგად მიღებული ტერფის სამგანზომილებიანი სურათის საფუძველზე  ხდება. ასევე დგინდება ტერფის მდგომარეობა და განისაზღვრება შესაბამისი დიაგნოზი.  კვლევის ბოლოს მზადდება ინდივიდუალური სუპინატორი, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე,  გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. სპორტსმენებისთვის კი ეს პროდუქტი სპეციალურ ყალიბზე  იჭრება და მისი მასალაც  უფრო ელასტიურია. სპორტული სუპინატორი გათვლილია ისეთი ფეხსაცმელისთვის, რომელიც  ვარჯიშზე ჩაცმისთვის არის განკუთვნილი.

რა უნდა ვიცოდეთ სპორტული სუპინატორების შესახებ?

სპორტულ  სუპინატორს მომხმარებლები ძირითადად დატვირთვის დროს ან პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ. ზოგადად, სუპინატორი ვენებში სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებასაც აქრობს. სპორტული სუპინატორი ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს.