სქოლიოზი - ხერხემლის გამრუდება
სქოლიოზი ანუ ხერხემლის გამრუდება დეფორმაციის ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს. ის საკმაოდ ხშირია მოზარდებშიც. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბავშვის ჩამოყალიბებისას ხშირად კუნთოვანი მასა ვერ ეწევა ძვლების ზრდის პროცესს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის სისუსტეს განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის გამრუდება, რომელიც შედარებით მსუბუქ ფორმად არის მიიჩნეულია, ხოლო III და IV სერიოზული პათოლოგიაა და შეიძლება დააღვიოს გულმკერდის ღრუში მდებარე ორგანოების,გულისა და ფილტვის ფუნქციონირება,რაც ძირითადად სუნთქვის უკმარისობით ვლინდება.ამიტომ აუცილებელია,რომ ხერხემალს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და თავიდან ავიცილოთ შესაძლო გართულებები.
რა იწვევს ხერხემლის გამრუდებას?
სქოლიოზი სხვადასხვა ფაქტორის გამო ვითარდება. შესაძლოა, ეს გენეტიკური იყოს, მაგრამ ძირითადად კუნთების სისუსტეს უკავშირდება. ხერხემლის გამრუდების სხვა გამომწვევი მიზეზებია:
● არასწორ პოზაში დიდხანს ჯდომა
● ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი
● არასწორი კვება
● ვიტამინების დეფიციტი
● ბრტყელტერფიანობა
● ტრავმა
● ანთებითი და კუნთოვანი დაავადებები.
სქოლიოზის სიმპტომები
მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვის განვითარებას ყურადღებით ადევნოს თვალი. დაკვირვების პროცესში უნდა გაითვალისწინოთ, რომ სქოლიოზის პირველადი ნიშნები მხრების არასწორი დგომაა, როდესაც ერთი მხრის სახსრის დონე მეორეზე მაღლა ან დაბლაა. სქოლიოზის სიმპტომებს შორისაა ასევე:
● ხერხემლის სიმრუდე
● კისრის ასიმეტრია
● ზურგის ან ბეჭის არეში გამობერილობა
● მენჯ-ბარძაყის ასიმეტრია
● ხერხემლის დეფორმაცია.
როგორ მკურნალობენ ხერხემლის გამრუდებას?
ხერხემლის გამრუდების მკურნალობა ძირითადად დამოკიდებულია მისი გამოვლენის პერიოდზე, თუ პაციენტმა გვიან აღმოაჩინა ეს პრობლემა დაავადების აღმოფხვრასა და პროფილაქტიკას უფრო მეტი დრო და შრომა სჭირდება. ამიტომ ბავშვობის ასაკიდან სქოლიოზის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს. მას ძირითადად ფიზიკური აქტივობებით - ცურვით, მასაჟებითა და სპეციალური ვარჯიშებით მკურნალობენ. როდესაც ხერხემლის გამრუდების ხარისხი მაღალია, მაშინ დღის წესრიგში ქირურგიული ჩარევის საკითხი შეიძლება დადგეს.მკურნალობის მეთოდებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შროტის მეთოდით მკურნალობას. ამ პათოლოგიის დროს ასევე იყენებენ ხერხემლის და მხრების ქამრებსა და სქოლიოზის კორსეტებს,რომელთა მთავარი დანიშნულება ხერხემლის სტაბილიზაცია,მისი სწორი პოზიციონირება და ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაციაა.
როგორ ავიცილოთ თავიდან ხერხემლის გამრუდება?
სქოლიოზის თავიდან ასაცილებლად ექიმები გვირჩევენ სწორ კვებას, ცურვას, ვარჯიშსა და მასაჟს. აღნიშნული აქტივობები დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთი აპრობირებული საშუალებაა.
ხერხემლის ფიქსატორები
ხერხემლის ფიქსატორები და სქოლიოზის კორსეტები ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილის ამცირებს და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს. ხერხემლის ფიქსატორების ფართო არჩევანია კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა საქართველოს ოთხ რეგიონში სთავაზობს. მათი ღირებულება 30 ლარიდან 345 ლარამდე მერყეობს და მაღაზიების გარდა, შეძენა ონლაინ მეთოდითაც შესაძლებელია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
➔ ხერხემლის(გულმკერდ-წელის) კორსეტი - Morsa Cyberg/მორსას ბრენდის სქოლიოზის კორსეტი ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს,რაშიც მას მთელ სიგრძეზე არსებული მეტალის ჩანართები ეხმარება.ისინი დამატებით საყრდენს ქმნიან ხერხემლისთვის და მის მაქსიმალურ სტაბილიზაციას უზრუნველყოფენ.
➔ ზურგის კორსეტი - გამოიყენება სქოლიოზისა და ხერხემლის სხვა დეფორმაციები მკურნალობისა და პროფილაქტიკის პროცესში. დამატებითი პლასტმასის ჩანართები და ღვედი აფიქსირებს ხერხემალს და ამცირებს დისკომფორტის შეგრძებას. იღლიაში არსებული ბალიშები ხელს უშლის კანის გაღიზიანებას.
➔ ხერხემლის კორსეტი - Berger/ბერგერ-ის ბრენდის კორსეტი გამოიყენება ხერხემლის გამრუდების, დაჭიმულობისა ან დაძაბულობის შემთხვევაში. დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. მისი დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები კი აძლიერებს ფიქსაციას.
➔ მხრების ქამარი - გამოიყენება ხერხემლის დეფორმაციის მარტივი ფორმის დროს,მხრების განზიდვის,ზურგის კუნთების მოსვენებისა და განტვირთვის მიზნით.ქამარი დამზადებული ნეოპრინის ჰაერგამტარი მასალისგან და ძალიან კომფორტულია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.