სხივ-მაჯის ფიქსატორები

სხივ-მაჯის ფიქსატორებს ადამიანები ძირითადად მაჯის მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და დაზიანებული ადგილის იმობილიზაციას. მათი გამოყენება ეფექტურია მყესების დაჭიმულობის,მაჯის არხის სინდრომისა და სხვადასხვა დაავადების დროს.

სხივ-მაჯის სამაგრი

მაჯის ქამრების ფართო არჩევანს მომხმარებლებს სთავაზობს კომპანია "ახალი ხედვა". სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი - ექსკლუზიური ბრენდების მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger უმაღლესი ხარისხის სხივ-მაჯის დამცავები ხელმისაწვდომ ფასებშია წარმოდგენილი. სხივ-მაჯის საფიქსაციო საშუალებები პაციენტებს რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარებასა და სხივ-მაჯის სახსრის ფუნქციის  გაუმჯობესებაში ეხმარება.  სხივ-მაჯის დამჭერები ძირითადად  მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე მყესების დაჭიმულობის დროს გამოიყენება. თუმცა, სხივ-მაჯის ფიქსატორებით პაციენტები რევმატოიდული ართრიტის და კონტრაქტურების დროსაც სარგებლობენ.

სხივ-მაჯის ბანდაჟი 

სხივ-მაჯის ბანდაჟი სპორტული აქტივობებისა და სხვა სახის ფიზიკური დატვირთვის დროს მაჯის სახსარს დამატებითი დაზიანებისგან იცავს. ის დამზადებულია  3 მმ პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.

სხივ-მაჯის ორთეზი 

სხივ-მაჯის ორთეზი გამოიყენება მაჯისა და თითების იმობილიზაციისთვის, მოტეხილობის, ამოვარდნილობისა და  რევმატოიდული ართრიტის დროს. ის სრულად ზღუდავს მაჯის სახსარში მოძრაობას და გამოიყენება თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდეგ,რეაბილიტაციის პერიოდში. 

ცერა თითის სტაბილიზატორი 

ცერა თითის სტაბილიზატორი სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტს პაციენტები მოტეხილობის, ამოვარდნილობის და მყესის დაზიანების პერიოდში ატარებენ. ცერა თითის დამცავი კი მაჯის სახსარსა და ცერა თითს დამატებითი დაზიანებისგან იცავს და ეფექტურია მისი გამოყენება  სპორტული აქტივობებისა და სხვადასხვა სახის ფიზიკური დატვირთვის დროს.

ამ პროდუქტების შეძენა კომპანია “ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზიების გარდა, შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო.  თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ. სამედიცინო მაღაზია “ახალი ხედვა” ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან არსებობს და მთელი საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 12 ფილიალით არის წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციის იმპორტს  საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს.  ფილიალებში თქვენ შეხვდებით ისეთი ცნობილი ბრენდების სამედიცინო პროდუქციას როგორიცაა - Sigvaris, Morsa Cyberg, Mediva,Darco Bauerfeind და  Berger . გარდა მაღაზიაში წარმოდგენილი  სამედიცინო ნივთებისა,  კომპანია აქტიურად მუშაობს ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებითაც.