სხვადასხვა ტიპის ეტლები შშმ პირებისთვის
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამ პროდუქტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან მათ გადაადგილებაში, მოძრაობაში და საჭიროებების უზრუნველყოფაში ეხმარება. “ახალი ხედვის” მაღაზიებში თქვენ შეხვდებით მრავალფუნქციურ ეტლებს, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან. თითოეული მათგანი არის კომფორტული და სრულად მორგებული პაციენტის საჭიროებებზე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეტლები შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ისინი გამოირჩევიან ზომებით, ფუნქციური დატვირთვითა და ხარისხით. ზოგიერთი მათგანი არის კეცვადი, ზოგიერთს კი გვერდითი სახელურები ეხსნება, რაც იძლევა საშუალებას, რომ პაციენტის საწოლში ან მანქანაში მარტივად გადავიყვანოთ. ზოგიერთს გააჩნია ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. არსებობს ასევე მრავალფუნქციური ეტლი, რომელსაც აქვს მოძრავი საზურგე, ფეხის მოსათავსებელი და შესაძლებელია თავის დაფიქსირებაც სასურველ პოზიციაში. განვიხილოთ, კომპანია “ახალი ხედვის” უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ტიპის ეტლები:
● შშმ პირის ეტლი ქოთნით - დამზადებულია ტყავის შემცვლელი მასალისგან. აქვს ქოთანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოიხსნას და დამაგრდეს.
● შ.შ.მ პირთა ეტლი საბავშვო - განკუთვნილია ბავშვებისთვის. არის კეცვადი, გააჩნია მოძრავი ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. სავარძელი დამზადებულია ბრეზენტისგან და გათვლილია მაქსიმუმ 90 კგ-ზე.
● შ.შ.მ პირთა ეტლი - გათვლილია მაქსიმუმ 100 კგ-ზე და დამზადებულია ბრეზენტისგან. ეტლი არის კეცვადი, გააჩნია მოძრავი ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი.
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ეტლებს დედაქალაქის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. 13 ფილიალში ექსკლუზიური ბრენდების ავადმყოფის მოვლის საშუალებების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. მაღაზიების გარდა, პროდუქციის შეძენა ასევე შეგიძლიათ ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე.