სხვადასხვა ტიპის ხელჯოხები
ხელჯოხები პაციენტებს მოძრაობაში, გადაადგილებასა და წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. მისი გამოყენება საჭირო ხდება მაშინ, როდესაც ტრავმის შედეგად ფეხს ძალა არ უნდა დააწვეს. დღესდღეობით, ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმისა და ფუნქციის ხელჯოხები. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და საყრდენი ფეხების რაოდენობით განსხვავდება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● ორთოპედიული სამარჯვი (სამი ფეხით) - არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. მისი მინიმალური სიმაღლეა 72 სმ, მაქსიმალური კი 96 სმ.
● ორთოპედიული სამარჯვი (ოთხი ფეხით) - არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. მისი მინიმალური სიმაღლეა 72 სმ, მაქსიმალური კი 96 სმ.
● იღლიის ყავარჯენი - აქვთ რეზინის საყრდენები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი სიმაღლეში რეგულირებაც შესაძლებელია. რაც შეეხება იდაყვის ყავარჯენს, ეს პროდუქტი უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია.
● დასაკეცი ხელჯოხი - სიმაღლეში რეგულირდება და მისი მინიმალური სიმაღლე 82, მაქსიმალური კი 92 სანტიმეტრია. ხელჯოხის მრავალგვარი მოდელი არსებობს თუმცა, დასაკეცი მათგან ყველაზე პრაქტიკულია. კონკრეტულად ეს მოდელი მარტივად შეიძლება დაიკეცოს, შესაბამისად, მისი შენახვაც იოლია. გარდა ამისა, კომფორტულია მისი გამოყენება მგზავრობის დროს. მომხმარებელს მატარებელში, მანქანაში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებაში დაჯდომის შემდეგ მისი ჩანთაში ჩადების შესაძლებლობა აქვთ.
სად უნდა შეიძინოთ ხელჯოხები?
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ყავარჯნებს სთავაზობს. პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალში: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას ახორციელებს . პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. სასურველი ნივთის შეძენა ხდება ონლაინ რეჟიმშიც. ამისთვის მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებაა საჭირო. შეკვეთილ ნივთს კი კურიერი ნებისმიერ რეგიონში უმოკლეს დროში მოგაწვდით.