მარტივი სავარჯიშო ფეხის ტერფისათვის

ვენი ტერფები დღის განმავლობაში ერთგულად გვემსახურებიან, ამიტომაც იმსახურებენ ზრუნვას და რელაქსაციას დღის ბოლოს! გთავაზობთ ტერფის მარტივ ვარჯიშებს, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ ტერფის, არამედ მთლიანი ფეხებისა და ხერხემლის გავარჯიშებაში. სახალისო შესასრულებელია, არ მოითხოვს დიდ სივრცესა და აღჭურვილობას, აგრეთვე გაყენებთ უკეთეს ხასიათზე და წარმოადგენს ერთგვარ მსუბუქ ვარჯიშს. ვარჯიშის შესრულება შეუძლიათ ბავშვებსაც, ეს მათი ტერფის კუნთებს გააძლიერებს და გააუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას.


ვარჯიში 1


დაჯექით სკამზე, მოეჭიდეთ ორივე ხელით, ცალი ფეხი დაიდეთ მეორე მუხლზე და ცერა თითით მოხაზეთ წრე, ისე, რომ ფეხი არ აიღოთ მუხლიდან. ეს ვარჯიში ტერფის კუნთების მასტიმულირებელია. გაიმეორეთ ორივე ფეხზე.

ვარჯიში 2


დაიდეთ ცალი ფეხი მუხლზე და საპირისპირო ხელი მოკიდეთ ფეხის თითებს, მოქაჩეთ ჯერ თქვენსკენ და მერე საპირისპიროთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე ორივე ფეხზე.

ვარჯიში 3


დაიწყვეთ ხელები მუხლებზე, ფეხის თითები აწიეთ მაღლა ისე, რომ ქუსლები დარჩეს იატაკზე, მერე კი მუხლები აწიეთ მაღლა, ფეხის თითები კი მოკეცეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

ვარჯიში 4


გაეყრდენით სკამს, ერთი ფეხი გაწიეთ უკან და მოიხარეთ მუხლებში ისე, რომ ტერფი მთლიანად იატაკზე დარჩეს, არ აწიოთ ქუსლები. გაიმეორეთ 10 -ჯერ ორივე მხარეს.

ვარჯიში 5


მოთავსდით სკამზე თავისუფლად, აიღეთ ჩოგბურთის ბურთი, ან სხვა მსგავსი სიმყარისა და ზომის ბურთი და გადააგორეთ ტერფის გასწვრივ. 

ვარჯიში 6


ამ სავარჯიშოსთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მცირე ზომის ნივთი, მაგალითად ღილი, სამკაული, ჭადრაკის ფიგურა და ა.შ. მოთავსდით სკამზე თავისუფლათ და თქვენს მიერ შრჩეული ნივთი აიღეთ ფეხის თითებით რამდენჯერმე. გაიმეორეთ ორივე ფეხზე.

ვარჯიში 7


დადექით პატარა სკამზე ან გამოიყენეთ კიბის საფეხური. ერთი ფეხი დადგით კიდეში და აიწიეთ ფეხის წვერებზე, მერე ისევ ჩამოდით. გაიმეორეთ რამდენჯერმე და შეანაცვლეთ ფეხი.

ვარჯიში 8


დაჯექით იატაკზე, აიღეთ ტილო, მოიხვიეთ ფეხის გულებზე და მოზიდეთ თქვენსკენ, მუხლები უნდა გქონდეთ გამართული. გაიმეორეთ 10- ჯერ.