ტერფის დამცავი საშუალებები

ტერფის დამცავი საშუალებების გამოყენების მიზეზი მრავალმხრივია. მათ მომხმარებლები სხვადასხვა დანიშნულებით ატარებენ, მათ შორის არის ტკივილის შემსუბუქება,ტერფის თაღის კორექცია,სხვადასხვა დაავადების პრევენცია ან გართულების თავიდან არიდება და კანის დაცვა მექანიკური ზემოქმედებისა და კოჟრის გაჩენისგან. გავნიხილოთ ამ პროდუქციის ნაწილი და გავიგოთ მეტი,  თუ რა დროს და რა მიზეზით უნდა ვატაროთ თითოეული მათგანი: 

სილიკონის ქუსლის ბალიში    -  გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის ტარება ეფექტურია, როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად,ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად.ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს.

ტერფის სილიკონის ბალიში - ძირითადად გამოიყენება ტერფზე მაზოლის გაჩენის ან გართულების საწინააღმდეგოდ. იმისთვის, რომ  ტერფზე კოჟრები განიკურნოს, აუცილებელია, რომ მასზე შემცირდეს ზეწოლა და აღმოიფხვრას გამომწვევი მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში კანი უფრო და უფრო გასქელდება და ტკივილიც ძლიერდება. ეს პროდუქტი დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და ტერფს დაზიანებისგან იცავს . 

ქუსლის ფიქსატორი -გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ . ქუსლის ფიქსატორი, იგივე ქუსლის სუპინატორი დამზადებულია სილიკონისგან და  იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის  შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და  ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა. ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება. 

როგორ შევიძინოთ ტერფის დამცავი საშუალებები?

ტერფის დამცავი საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის ეს პროდუქცია 12 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. დედაქალაქის გარდა, მათი შერჩევა გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის შესაძლებელი.   მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველ ნივთს მარტივად გამოიწერთ. შერჩეულ ფიქსატორს კი კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით.