ტერფის კომპიუტერული კვლევა

საქართველოში ტერფის კომპიუტერული კვლევის ჩატარება უკვე წლებია ხელმისაწვდომია. აღნიშნული კვლევა ტერფზე არსებული პრობლემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა, რაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს  მუშაობის პროცესში ძალიან ეხმარება. ეს კი  მედიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სწორი დიაგნოზი დასვან და მკურნალობა ეფექტურად წარმართონ.  ტერფის კვლევის შედეგად ზუსტი მონაცემები დგინდება:

ტერფების დეფორმაციის ხარისხის;

ტერფის ფორმის;

ყრდნობის ფართის;

სიმძიმის ღერძის შესახებ.

როგორ ტარდება ტერფის კომპიუტერული კვლევა?

ტერფის კომპიუტერული კვლევა ძირითადად ტარდება სულ მცირე 3-4 წლის ასაკიდან. დიაგნოსტიკის ჩასატარებლად კი აუცილებელია, რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კგ-ს იწონიდეს. თანამედროვე ტექნოლოგიებით ტერფის კომპიუტერულ კვლევას  უკვე წლებია გვთავაზობს  კომპანია “ახალი ხედვის” ტერფის კლინიკა. ეს კვლევა მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტიკას გულისხმობს. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი, რაც სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. „ახალი ხედვის" კლინიკაში ტერფის დიაგნოსტირება ხორციელდება იტალიური ფირმა Diasus-ს უახლესი აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ტერფის კომპიუტერული კვლევის შემდეგ კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორი ე.წ ინდივიდუალური ღაბაში მზადდება, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე,  გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს, როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის მიმართულებით.

რატომ არის მნიშნელოვანი დროული მკურნალობა?

იქიდან გამომდინარე, რომ ტერფს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, აუცილებელია, რომ მასზე არსებულ დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება მიექცეს. ადრეული მკურნალობა სხვა დაავადებების პრევენციასაც უწყობს ხელს და ზედმეტ გართულებებსაც აგარიდებთ. ამისთვის არსებობს საბავშო სუპინატორი, რომელიც ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. მისი ჩაღრმავებული ქუსლი კი  უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. გაითვალისწინეთ, რომ ტერფთან დაკავშირებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს, ამიტომ თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, ჩაიტარეთ ტერფის კომპიუტერული კვლევა და დიაგნოსტიკა და ეცადეთ, რომ გამოვლენილი დარღვევის მართვის პროცესი დროულად დაიწყოთ.