ტერფის მოვლა თანამედროვე ორთოპედიული საშუალებებით
ტერფზე არსებული პრობლემები საკმაოდ ხშირია. სხეულის ეს ნაწილი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, სხეულის ეს ნაწილი ხშირად ზიანდება, სხვადასხვა ტრავმა კი დიდ ტკივილს იწვევს. მისი ტკივილი შეიძლება ფეხის თითებიდან აქილევსის მყესამდე გავრცელდეს. ტკივილის შემცირებისა და დისკომფორტის მოსახსნელად თანამედროვე მედიცინაში აქტიურად გამოიყენება ტერფის მოვლის ორთოპედიული საშუალებები. მათ პაციენტები ატარებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულებით. მყარი და სილიკონის მზა სუპინატორების საკმაოდ დიდი არჩევანია კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში. მათი შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ფილიალებშია შესაძლებელი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● სილიკონის ქუსლის ბალიში - გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის ტარება ეფექტურია, როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად, ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად. ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს.
● ტერფის სილიკონის ბალიში - ძირითადად გამოიყენება ტერფზე მაზოლის გაჩენის ან გართულების საწინააღმდეგოდ. იმისთვის, რომ ტერფზე კოჟრები განიკურნოს, აუცილებელია, რომ მასზე შემცირდეს ზეწოლა და აღმოიფხვრას გამომწვევი მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში კანი უფრო და უფრო გასქელდება და ტკივილიც ძლიერდება. ეს პროდუქტი დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და ტერფს დაზიანებისგან იცავს .
● ქუსლის ფიქსატორი - გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ . ქუსლის ფიქსატორი, იგივე ქუსლის საუპინატორი დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა. ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველ ნივთს მარტივად გამოიწერთ. შერჩეულ ფიქსატორს კი კონსულტანტი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით. აღსანიშნავია, ისიც რომ კომპანია “ახალი ხედვის” კლინიკაში ხდება ტერფის სრული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც. ტერფის ბაროპოდომეტრიული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე ამ პროდუქტის დამზადება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისთვის ხდება შესაძლებელი, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ბრტყელტერფიანობის და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.