თიაქარი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანებში გვხვდება. არსებობს სხვადასხვა სახის თიაქარი: ყველაზე ხშირად გვხვდება:

საზარდულის თიაქარი;

ბარძაყის თიაქარი;

ჭიპის თიაქარი;

პოსტ-ოპერაციული (ანუ მუცლის ღრუს სხვადასხვა გადატანილი ოპერაციების შემდგომ განვითარებული) თიაქარი; 

მალთა-შუა დისკის თიაქარი.

თიაქრის სიმპტომები

თიაქრის ხშირი გართულებაა ჩაჭედვა ან ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, რაც  დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში იწვევს მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებებს. 

მუცლის თიაქრის სრულყოფილი პროფილაქტიკა შეუძლებელია, მაგრამ  მისი პროგრესირების პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვით და თიაქრის ბანდაჟის ტარებით უნდა მოხდეს. თუმცა, მისი ჩაჭედვის შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ ქირურგს.

საზარდულის  თიაქრის დროს ავადმყოფი უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, საზარდულის არეში ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება. ჩვეულებრივ ეს ნიშნები დაძაბულობის ან ხველის დროს ვლინდება. პაციენტს ამ დროს ისეთი სიმპტომები აწუხებს როგორიცაა: გამობერილობა ბოქვენის ძვალთან, წვა, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, სისუსტე და სხვა. 

ხერხემლის თიაქრის სიმპტომებს ახასიათებს  წელის ტკივილი, გარდა ამისა ნერვულ ღეროზე ზეწოლის შედეგად ეს ტკივილის ქვედა ან ზედა კიდურშიც ვლინდება.  შესაძლოა ამან ფეხებში ძალის დაქვეითება და შარდვის ფუნქციის მოშლაც გამოიწვიოს.

თიაქრის გამომწვევი მიზეზები

თიაქარი – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანოები ადგილს იცვლიან და კანქვეშ გამოდიან. მისი გაჩენა შეიძლება უკავშირდებოდეს მემკვიდრეობას, ასაკს, მუცლის კედლის ტრავმას, პოსტოპერაციულ ნაწიბურს, მუცლის წინა კედლის ნერვებისა ან სისხლძარღვების დაზიანებას. ამავდრულად, მისი წარმოქმნილი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ფიზიკური დატვირთვა, ჭარბი წონა, მშობიარობა, ხველა და კიდევ ყველა ისეთი მდგომარეობა, რომელიც მუცლის-შიდა წნევის მატებას იწვევს. ამ დაავადებების გამომწვევი სხვა ფაქტორებია:

ცხოვრების არაჯანსაღი წესი

რევმატიული დაავადებები;

თანდაყოლილი პათოლოგიები;

არასწორი ფიზიკური დატვირთვა

ასაკობრივი ცვლილებები

თიაქრის მკურნალობა 

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სთავაზობს საზარდულის თიაქრის ბანდაჟებს, რომლებიც ცალხმრივი ან ორმხრივი თიაქრის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტით სარგებლობა რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც, რადგან ის გართულებების პრევენციას ახდენს.   ეს სამედიცინო საშუალება დამზადებულია უმაღლესი ხარისხის  ელასტიური ქსოვილისგან, თიაქრის არეში კი მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში, არის სტანდარტული ზომის და  გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარიც.  თიაქრის ბანდაჟის შეძენა შეგიძლიათ, როგორც კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში, ასევე ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ჭიპის თიაქრის ქამრების მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს. თბილისის მასშტაბით ადგილზე მიტანის მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ. კონსულტაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.