თიაქარი - სიმპტომები და მკურნალობის გზები

 

თიაქარი ვითარდება, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი აწვება და იჭრება დასუსტებული კუნთის ან შემომსაზღვრავი ქსოვილის კედელში. იმის მიუხედავად, რომ კუნთები საკმარისად მტკიცეა იმისთვის, რომ ნაწლავები და შინაგანი ორგანოები თავის ადგილზე გააჩეროს, სუსტ ადგილებში  ამ დაავადების  განვითარების რისკი მაინც მაღალია. არსებობს სხვადასხვა სახის თიაქარი: ყველაზე ხშირად გვხვდება:

საზარდულის თიაქარი;

ბარძაყის თიაქარი;

ჭიპის თიაქარი;

პოსტოპერაცული (ანუ მუცლის ღრუს სხვადასხვა გადატანილი ოპერაციების შემდგომ განვითარებული) თიაქარი; 

მალთაშუა დისკის თიაქარი.

თიაქრის სიმპტომები

თიაქრის სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია თუ სად ვითარდება ეს დაავადება.

საზარდული თიაქრის დროს ავადმყოფი უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, საზარდულის არეში ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება. ჩვეულებრივ ეს ნიშნები დაძაბულობის ან ხველის დროს ვლინდება. 

ხერხემლის თიაქრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზი და მისი ერთ-ერთი გამოვლინება მალთაშუა დისკის თიაქარია. ეს დაავადება გულისხმობს დისკის ფიბროზული რგოლის მთლიანობის დარღვევას და არსებულ დეფექტში პულპოზური ნაწილის გამოვარდნას.

რა იწვევს თიაქარს?

თიაქრის გაჩენა შეიძლება უკავშირდებოდეს მემკვიდრეობას, ასაკს, მუცლის კედლის ტრავმას, პოსტოპერაციულ ნაწიბურს, მუცლის წინა კედლის ნერვებისა ან სისხლძარღვების დაზიანებას. ამავდროულად, მისი წარმომქნელი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ფიზიკური დატვირთვა, ჭარბი წონა, მშობიარობა, ხველა და კიდევ ყველა ისეთი მდგომარეობა, რომელიც მუცლისშიდა წნევის მატებას იწვევს. ამ დაავადებების გამომწვევი სხვა ფაქტორებია:

ცხოვრების არაჯანსაღი წესი

რევმატიული დაავადებები;

თანდაყოლილი პათოლოგიები;

არასწორი ფიზიკური დატვირთვა;

ასაკობრივი ცვლილებები.

თიაქრის მკურნალობა

მკურნალობის პროცესში პაციენტებს თიაქრის ქამრები ეხმარება. ეს პროდუქტი ხელს უშლის თიაქრის პროგრესირებას და იცავს თიაქრის არეს მასზე ზეწოლის მეშვეობით, სპეციალური ბალიშის საშუალებით. ამ პროდუქტით სარგებლობა რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც, რადგან ის გართულებების პრევენციას ახდენს.   ეს სამედიცინო საშუალება დამზადებულია უმაღლესი ხარისხის  ელასტიური ქსოვილისგან, თიაქრის არეში კი მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში, არის სტანდარტული ზომის და  გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარიც. თიაქრის ბანდაჟი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, ცალმხრივი საზარდულის თიაქარი გაქვთ თუ ორმხრივი. ამ პროდუქციის დიდი არჩევანია  კომპანია “ახალ ხედვაში”.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

თიაქრის ქამარს აქვს დამატებითი ჩანართები და ღვედები, რომელიც  ხერხემლის სვეტის ან დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილს, დატვირთვასა და დისკომფორტს.

საზარდულის თიაქრის ქამრები დამზადებულია 5მმ სისქის ელასტიური ქსოვილისგან და თიაქრის არეში მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში, რომელიც საზარდულის მიდამოში სუსტი წერტილის ფიქსაციას ახდენს. ამ პროდუქტების ზომა სტანდარტულია, მას გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარი, რომლის საშუალებითაც ბანდაჟი ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს ერგება.

როგორ ავირიდოთ თავიდან თიაქარი?

თიაქრის პროგრესირების პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვით და თიაქრის ბანდაჟის ტარებით უნდა მოხდეს. თუმცა, მისი ჩაჭედვის შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ ქირურგს.