თიაქრის ქამარი - ბენეფიტები და გამოყენების წესები

 

თიაქრის ქამარი ახდენს დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციას, ამცირებს ტკივილს, დატვირთვასა და დისკომფორტს.  ეს პროდუქტი გამოიყენება როგორც მკურნალობის პერიოდში, ასევე პოსტოპერაციულად, რეაბილიტაციის პროცესში. ეს პროდუქტი ხელს უწყობს:

ტკივილის შემცირებას;

თიაქრის პროგრესირების პრევენციას;

ოპერაციის შემდგომ პერიოდში ახდენს გართულებების პრევენციას.

რა არის თიაქრის ქამარი?

თიაქრის ქამარი ხელს უშლის თიაქრის პროგრესირებას და იცავს თიაქრის არეს მასზე ზეწოლის მეშვეობით, სპეციალური ბალიშის საშუალებით. 

თიაქრის ქამარს აქვს დამატებითი ჩანართები და ღვედები, რომელიც  ხერხემლის სვეტის ან დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილს, დატვირთვასა და დისკომფორტს.

საზარდულის თიაქრის ქამრები დამზადებულია 5მმ სისქის ელასტიური ქსოვილისგან და თიაქრის არეში მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში, რომელიც საზარდულის მიდამოში სუსტი წერტილის ფიქსაციას ახდენს. ამ პროდუქტების ზომა სტანდარტულია, მას გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარი, რომლის საშუალებითაც ბანდაჟი ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს ერგება.

როგორ მუშაობს თიაქრის ქამარი?

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სთავაზობს საზარდულის თიაქრის ბანდაჟებს, რომლებიც ცალხმრივი ან ორმხრივი თიაქრის დროს გამოიყენება. ეს პროდუქტი თიაქრის არეში მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში, რომელიც საზარდულის მიდამოში სუსტი წერტილის ფიქსაციას ახდენს. მათი ზომა სტანდარტულია და გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარი, რომლის საშუალებითაც ბანდაჟი ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს ერგება. გარდა იმისა, რომ თიაქრის ქამრები ტკივილსა და დისკომფორტს ხდის, ის ასევე, ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას.

რომელი სახის თიაქრისთვის გამოიყენება თიაქრის ქამარი?

თიაქრის ბანდაჟი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე. 

საზარდულის თიაქრის ბანდაჟი (ცალმხრივი) -  დამზადებულია 5 მმ სისქის ელასტიური მატერიისაგან. ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს. 

საზარდულის თიაქრის ქამარი (ორმხრივი) -   ეს პროდუქტი ხელს უწყობს უსიამოვნო შეგრძნებას, ტკივილსა და დისკომფორტს და დამზადებულია 5მმ სისქის ელასტიური მატერიისაგან.

გავა წელის თიაქრის კორსეტი - უზრუნველყოფს წელის არის (კუნთების, ხერხემლის მალთაშუა სახსრების) დაცვას და გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის დროს. დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან.

გავა-წელის თიაქრის ბანდაჟი - უზრუნველყოფს წელის არის (კუნთების, ხერხემლის მალთაშუა სახსრების) დაცვას და გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის დროს. დამზადებულია ნეოპრინის ჰაერგამტარი მასალისაგან.

მალთაშუა დისკის თიაქრის ქამარი - გამოიყენება ლუმბოსაკრალური და ილიოსაკრალური ტკივილის მკურნალობის და ქრონიკული ტკივილის დროს. ასევე გამოიყენება მუცლის და წელის მიდამოების მხარდასაჭერად ზურგზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.  

ხერხემლის თიაქრის ბანდაჟი - ხერხემლის კორსეტი უზრუნველყოფს ხერხემლის გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას და გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობის და კიფოზის სამკურნალოდ.

ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი - დამზადებული ჰაერგამტარი ელასტიური ბამბის მასალისგან. უზრუნველყოფს წელის არის, კუნთების, მალებისა და მალთაშუა დისკების დაცვასა და სტაბილიზაციას, რაშიც სპეციალური დამატებითი პლასტმასის ჩანართებიც უწყობს ხელს.  პროდუქტი გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის დროსაც, ზეწოლის შესამცირებლად.

წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული მასალისგან, უზრუნველყოფს წელის ფიქსაციასა და დაცვას, ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას. კორსეტი არის სტანდარტული ზომის და ადვილად ერგება ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს.

როდის არის რეკომენდირებული თიაქრის ქამრის გამოყენება?

თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანში გვხვდება. არსებობს სხვადასხვა სახის თიაქარი და თიაქრის ქამრის შერჩევა პრობლემის მიხედვით ხდება. : ყველაზე ხშირად გვხვდება:

საზარდულის თიაქარი;

ბარძაყის თიაქარი;

ჭიპის თიაქარი;

პოსტოპერაცული (ანუ მუცლის ღრუს სხვადასხვა გადატანილი ოპერაციების შემდგომ განვითარებული) თიაქარი; 

მალთაშუა დისკის თიაქარი.

თიაქრის ქამრის ტიპები

სხვადასხვა ტიპის თიაქრის ქამრებს მომხმარებლებს კომპანია „ახალი ხედვა“ სთავაზობს. ამ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სამედიცინო ჯგუფის თბილისის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში.  მაღაზიებში თქვენ შეხვდებით:

ჭიპის თიაქრის ქამარს;

საზარდულის თიაქრის ბანდაჟს (ცალმხრივი);

საზარდულის თიაქრის ბანდაჟს (ორმხრივი);

გენიტალური ბანდაჟს (ცალმხრივად რბილი) ;

ბავშვის ჭიპის თიაქრის ქამარს; 

გავა-წელის თიაქრის ბანდაჟს.

მათი შეძენა ფილიალების გარდა, შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც - ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.

სწორი გამოყენება და ყოველდღიური ტარება

თიაქრის ქამარი უნდა გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. მათი ტარება დამოკიდებულია პრობლემის სირთულიდან გამომდინარე. შესაძლებელია მათი ტარება ყოველდღიურად გახდეს საჭირო.