თიაქრის ქამრები

თიაქრის ქამრები პაციენტებს ეხმარება როგორც დაავადების მიმდინარეობის, ასევე მკურნალობის პროცესში. ეს პროდუქტი ხელს უშლის თიაქრის პროგრესირებას და იცავს თიაქრის არეს მასზე ზეწოლის მეშვეობით, სპეციალური ბალიშის საშუალებით.  ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია და გვხვდება სხვადსხვა ასაკის ადამიანებში. 

რა არის თიაქარი და რა იწვევს მას?

თიაქარი ვითარდება, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი აწვება და იჭრება დასუსტებული კუნთის ან შემომსაზღვრავი ქსოვილის კედელში. იმის მიუხედავად, რომ კუნთები საკმარისად მტკიცეა იმისთვის, რომ ნაწლავები და შინაგანი ორგანოები თავის ადგილზე გააჩეროს, სუსტ ადგილებში შესაძლოა ამ დაავადების  განვითარების რისკი მაინც მაღალია. ამ დროს ჩნდება შეშუპება ან წამონაზარდი მუცლის ან საზარდულის არეში. თიაქარი, გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე, შეიძლება განვითარდეს სწრაფად ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თიაქრის გამომწვევი მიზეზებია:

ტრავმის ან ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;

მძიმე წონებით ვარჯიში;

ორსულობა;

ჭარბი წონა ან სიმსუქნე;

შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები;

მემკვიდრეობა.

როგორ შევარჩიოთ თიაქრის ქამარი?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს თიაქრის ქამრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამ პროდუქტით სარგებლობა რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც, რადგან ის გართულებების პრევენციას ახდენს.   ეს სამედიცინო საშუალება დამზადებულია უმაღლესი ხარისხის  ელასტიური ქსოვილისგან, თიაქრის არეში კი მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში, არის სტანდარტული ზომის და  გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარიც. თიაქრის ბანდაჟი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, ცალმხრივი საზარდულის თიაქარი გაქვთ თუ ორმხრივი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

ჭიპის თიაქრის ქამარი -  დამზადებულია 100%-იანი ბამბის ელასტიური მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას. ორგანიზმში ოფლისა და ტენიანობის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი, ჰაერის ფოროვანი (არხების) წყალობით, რომლებიც ქსოვილის შემადგენლობაში შედის. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

საზარდულის თიაქრის ბანდაჟი (ცალმხრივი) -  დამზადებულია 5 მმ სისქის ელასტიური მატერიისაგან. ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს. 

ფილადელფიის კისრის ორთეზი - ამსუბუქებს ტკივილს ხერხემლის გასწვრივ და უზრუნველყოფს მოძრაობის აბსოლუტურ შეზღუდვას კისრის მალების მოტეხილობისა და მალთა-შუა დისკის თიაქრის დროს.

ბავშვის ჭიპის თიაქრის ქამარი -  დამზადებულია ბამბის ბოჭკოებით ელასტიური ქსოვილისგან. გამოიყენება ჩვილებში ჭიპის თიაქრის დროს.

მათი შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ. კონსულტაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.