თითების გაშეშება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

თითების გაშეშება ადამიანს მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის და ყოველდღიურ საქმიანობაში უშლის ხელს. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს მოულოდნელად, დილით გაღვიძებისას, ან განვითარდეს თანდათანობით, ერთსა და იმავე პოზიციაში ხანგრძლივი მუშაობის შედეგად. ხშირად მას თან ახლავს ტკივილი, დაბუჟება და მოძრაობის შეზღუდვა, რაც მიანიშნებს, რომ ორგანიზმი დახმარებას ითხოვს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს თითების გაშეშება?

თითების ანატომია საკმაოდ კომპლექსურია - ის მოიცავს ნერვებს, მყესებსა და სახსრებს, რომელთაგან თითოეულის დაზიანებამ ან ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის შეზღუდვა. თითების გაშეშების გამომწვევი მიზეზებია:

  • მაჯის გვირაბის სინდრომი: მყესების ანთების გამო მაჯაში საშუალო ნერვი იჭყლიტება, რაც იწვევს ცერა, საჩვენებელი და შუა თითების გაშეშებას, დაბუჟებასა და ჩხვლეტის შეგრძნებას.
  • ართრიტი (ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი): სახსრების ანთებითი ან დეგენერაციული პროცესები, რომლებიც ანადგურებენ ხრტილოვან ქსოვილს, რაც განსაკუთრებით დილის საათებში იწვევს სახსრების სიმტკიცესა და გაშეშებას.
  • სახსრების გადატვირთვა და განმეორებადი მოძრაობები: კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, ხელსაქმე ან ნებისმიერი მონოტონური ფიზიკური აქტივობა, რომელიც თითების კუნთებისა და მყესების გადაღლას იწვევს.
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა: სიცივის ან სტრესის საპასუხოდ სისხლძარღვების შევიწროება, რაც თითებში სისხლის ნაკადს ზღუდავს და იწვევს დროებით გაშეშებას.

თითების გაშეშების მკურნალობა

თითის გაშეშების მკურნალობის მეთოდები ძირითადად მის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. ამ პრობლემის აღმოფხვრის სხვადასხვა გზა არსებობს და ეს ინდივიდუალურია. შეიძლება  მკურნალობისას ვარჯიშები ან მასაჟი დაინიშნოს. თუმცა, თითის მკურნალობა, როგორც წესი, გულისხმობს თითის მოსვენებას და იმობილიზაციას - ამას, კი ყველაზე კარგად თითის ფიქსატორები უზრუნველყოფს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • თითის ფიქსატორი - თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვების სხვადასხვა დაზიანების დროს გამოიყენება. თითს გაშლილ მდგომარეობაში აფიქსირებს და  დამატებით ტრავმირებას ხელს უშლის. ხელმისაწვდომია S, M, L ზომებში.
  • თითის არტახი - რეაბილიტაციის პროცესის აჩქარებას უწყობს ხელს და თითის სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება.  მას აქვს ნახვრეტები, რომლებიც გაგრილებას უზრუნველყოფენ. ყოველდღიური მოხმარებისთვის საკმაოდ მსუბუქი და კომფორტულია. ხელმისაწვდომი კი  S, M, L, XL, XXL ზომებში.

ამ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების თითის ფიქსატორებია წარმოდგენილი.  ეს პროდუქტები უმაღლესი ხარისხითა და ოპტიმალური ფასებით გამოირჩევა. პროდუქცია, კი ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი.