თითების სახსრების ტკივილი – რა დაავადებები იწვევს?
თითების სახსრების ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შესაძლოა შეხვდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს. თითები ჩვენი ყოველდღიური აქტივობის განუყოფელი ნაწილია – წერა, კომპიუტერთან მუშაობა, ნივთების ჭერა თუ საოჯახო საქმეები სწორედ მათ მოძრაობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თითების მიდამოში დისკომფორტი და შეშუპება მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ხშირად ტკივილი უბრალო გადაღლილობის შედეგია, თუმცა, თუ იგი ქრონიკულ ხასიათს იღებს, შესაძლოა სერიოზულ პათოლოგიაზე მიანიშნებდეს. ტკივილს ხშირად ახლავს შეშუპება, დაჭიმულობა, მოძრაობის შეზღუდვა ან დილით გაღვიძებისას თითების გაშეშება. მიზეზის სწორად დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა დაავადებას განსხვავებული მკურნალობა სჭირდება.
თითების სახსრების ტკივილის გავრცელებული მიზეზები:
- ოსტეოართრიტი – ამ დროს სახსარში ძვლების დამცავი ხრტილი თანდათან ცვდება, რის გამოც ჩნდება ტკივილი, შებოჭილობა და მოძრაობის გაძნელება. ხელის ოსტეოართრიტის დროს შესაძლოა სახსრების მიდამოში გამკვრივებული კვანძებიც წარმოიქმნას.ტკივილი ხშირად ძლიერდება თითების აქტიური გამოყენებისას ან დღის განმავლობაში დატვირთვის შემდეგ. ასაკის მატებასთან ერთად ოსტეოართრიტის განვითარების ალბათობა იზრდება, თუმცა წარსულში მიღებულმა ტრავმამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მის განვითარებას.
- რევმატოიდული ართრიტი – თუ თითების რამდენიმე სახსარი ერთდროულად გტკივათ, შეშუპებულია და განსაკუთრებით დილით გაქვთ გამოხატული გაშეშება, ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი რევმატოიდული ართრიტია. ხშირად ზიანდება ხელისა და ფეხის მცირე სახსრები და სიმპტომები ორივე მხარეს მსგავსად ვითარდება. მისი დამახასიათებელი ნიშნებია:
- სახსრების ტკივილი და შეშუპება;
- დილით ან ხანგრძლივი უმოძრაობის შემდეგ გაშეშება;
- სახსრების სითბო და მგრძნობელობა;
- პოდაგრა და სხვა ანთებითი დაავადებები - ამ დროს სახსარში შარდმჟავას კრისტალები გროვდება და იწვევს ძლიერ ანთებით რეაქციას. შეტევა ხშირად უეცრად იწყება და თან ახლავს ინტენსიური ტკივილი, შეშუპება და სიწითლე.
სახსრების ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის ასევე გვხვდება ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი და სხვა ანთებითი მდგომარეობები. ამიტომ მხოლოდ სიმპტომის მიხედვით კონკრეტული დაავადების თვითდიაგნოსტირება არ არის რეკომენდებული.
როდის არის საჭირო ექიმთან მიმართვა?
ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ტკივილი მუდმივია, ძლიერდება ან ხელს გიშლით ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში. ასევე ყურადღება მიაქციეთ შეშუპებას, დილის ხანგრძლივ გაშეშებას და განმეორებით ეპიზოდებს. განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა, როდესაც:
- ტკივილი რამდენიმე კვირა გრძელდება ან ხშირად მეორდება;
- სახსარი შესიებული, ცხელი ან მკვეთრად მტკივნეულია;
- თითის მოძრაობა მნიშვნელოვნად იზღუდება ან სახსარი ფორმას იცვლის.
- ტრავმის შემდეგ თითის ძლიერი ტკივილი, დეფორმაცია ან მოძრაობის შეუძლებლობა კი გადაუდებელ შეფასებას საჭიროებს.
როგორ ვუმკურნალოთ თითების სახსრების ტკივილს?
მკურნალობის მეთოდი გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ფიზიკური გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევები. თვითნებურად ხანგრძლივი მკურნალობის დაწყება სასურველი არ არის. სიმპტომების მართვისა და ყოველდღიური დატვირთვის შესამსუბუქებლად შეიძლება დაგეხმაროთ ორთოპედიული ფიქსატორები. ანვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- თითის ფიქსატორი - თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვების სხვადასხვა დაზიანების დროს გამოიყენება. თითს გაშლილ მდგომარეობაში აფიქსირებს და დამატებით ტრავმირებას ხელს უშლის. ხელმისაწვდომია S, M, L ზომებში.
- თითის არტახი - რეაბილიტაციის პროცესის აჩქარებას უწყობს ხელს და თითის სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება. მას აქვს ნახვრეტები, რომლებიც გაგრილებას უზრუნველყოფენ. ყოველდღიური მოხმარებისთვის საკმაოდ მსუბუქი და კომფორტულია. ხელმისაწვდომი კი S, M, L, XL, XXL ზომებში.
ამ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების თითის ფიქსატორებია წარმოდგენილი. ეს პროდუქტები უმაღლესი ხარისხითა და ოპტიმალური ფასებით გამოირჩევა. პროდუქცია, კი ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი.