თითის ტკივილი, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები
თუ ადამიანს თითის ტკივილი აწუხებს,ეს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ უარყოფითად აისახება. ეს პრობლემა პირდაპირ უშლის ხელს ნორმალურ მუშაობას, როგორც სახლში, ასევე სამსახურში და დისკომფორტს იწვევს სხვადასხვა სიტუაციაში. ამასთან ერთად, თითების ტკივილს საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნება ახლავს თან. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით,თუმცა უმეტეს შემთხვევაში პრობლემა გარდამავალია და ხშირად დაკავშირებულია გადაჭარბებულ მუშობასთან ან უეცარ ტრავმასთან. თუ თითის ტკივილი მსუბუქია, ამ შემთხვევაში ადამიანები მასაჟებით და ვარჯიშებით ცდილობენ პრობლების აღმოფხვრას, მაგრამ თუ დისკომფორტი დიდხანს გაგრძელდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ინდივიდუალური დანიშნულების მიღება.
რამ შეიძლება გამოიწვიოს თითის ტკივილი?
თითის ტკივილი შეიძლება ძვლის ან მყესების ნებისმიერმა დაზიანებამ გამოიწვიოს. დაბუჟება კი, ძირითადად, გამოწვეულია ნერვზე ზეწოლით. პირობითად, ნეკა თითის ტკივილი შეიძლება საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაზიანებასთან იყოს დაკავშირებული. საჩვენებელი თითის - კუნთებისა და ზურგის ტკივილთან. ცერა თითის ტკივილი შეიძლება მყესის ანთებამ გამოიწვიოს.
თითების ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:
● ართრიტი - სხეულის ერთი ან მეტი სახსრის ანთებას ან გადაგვარებას გულისხმობს და თითების ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
● განგლიური კისტები - მოქმედებს მაჯასა და ხელზე. კისტა ივსება სითხით, რომელიც ზეწოლას ახდენს ახლომდებარე ნერვებზე და იწვევს თითების, ხელის ან მაჯის ტკივილს.
● ოსტეოართრიტი - ამ დროს ძვალზე წარმოიქმნება კვანძები თითის შუა ან ბოლო სახსრებზე და ადამიანი კარგავს თითების ნორმალურად მოხრის უნარს.
● კარპალური გვირაბის სინდრომი - ხშირად მსუბუქად იწყება, მაგრამ შეიძლება იმ დონეზე გაუარესდეს,რომ საგნების აღებაც კი გაუჭირდეს ადამიანს. ეს სინდრომი გამოწვეული შუათანა ნერვზე ზეწოლით და ახასიათებს თითების წვა,ტკივილი ან დაბუჟება.
● თითის დაზიანება - თითების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, ანთება და ძლიერი ტკივილი. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ნაღრძობი ან მოტეხილი თითი ერთ მდგომარეობაში დაფიქსირდეს - ეს ხელს უწყობს, როგორც პრობლემის აღმოფხვრას, ასევე ტკივილის შემსუბუქებას. ამ პერიოდში რეკომინდებული და ეფექტურია თითის ფიქსატორის ტარება.
როგორ ვუმკურნალოთ თითის ტკივილს?
თითის ტკივილის მკურნალობის მეთოდები ძირითადად მის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. ამ პრობლემის აღმოფხვრის სხვადასხვა გზა არსებობს და ეს ინდივიდუალურია. შეიძლება მკურნალობისას ვარჯიშები ან მასაჟი დაინიშნოს. თუმცა, თითის მკურნალობა, როგორც წესი, გულისხმობს თითის მოსვენებას და იმობილიზაციას - ამას, კი ყველაზე კარგად თითის ფიქსატორები უზრუნველყოფს. იქიდან გამომდინარე, რომ არასათანადო მკურნალობამ შეიძლება ქრონიკული ტკივილი გამოიწვიოს, თითის ფიქსატორების შეძენისას მნიშვნელოვანია, ყურადღება ხარისხზე გამახვილდეს. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალი ხედვა“ ლიდერია და ამ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს მისაღებ ფასად გვთავაზობს. „ახალი ხედვის“ თითის ფიქსატორები ხელმისაწვდომია S, M და L ზომებში. მათი ფასები კი 11 ლარიდან 44 ლარამდე მერყეობს.