“ახალი ხედვის” ტრავმატოლოგიური მაღაზია

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვის” ტრავმატოლოგიური მაღაზია გთავაზობთ სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების პროდუქციას. კომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით 16 ფილიალითაა წარმოდგენილი. მისი კონკურენტული უპირატესობებია მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები. “ახალი ხედვა” საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია.მისი გუნდი პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული.

რა ტრავმატოლოგიური ნივთების შეძენა შეგიძლიათ “ახალ ხედვა"-ში?

თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოგიცდიათ, დამერწმუნებით, რომ მოტეხილობა ისეთ ძლიერ ტკივილებს იწვევს, გაძლებაც კი შეუძლებელია. ამის მიზეზი ის არის, რომ ძვლის მთლიანობა ირღვევა. ასეთ შემთხვევაში ხშირად ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.  თუმცა, დახურული მოტეხილობის დროს ექიმმა შესაძლოა ფიქსატორი დაგინიშნოთ,   რომელიც ძვალს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და ძვლისა და სახსრის სტრუქტურის სწრაფად აღდგენას უზრუნველყოფს. “ახალი ხედვის” ტრავმატოლოგიური მაღაზია ის ადგილია, სადაც თქვენთვის შესაფერისს პროდუქციას აუცილებლად იპოვით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

მხრის ფიქსატორები -  გამოიყენება მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანების, ართრიტის დროს  და პოსტოპერაციული მკურნალობის შემდეგ. 

იდაყვის ფიქსატორები -  თუ ხშირად ვარჯიშობთ, აღნიშნული საშუალება ფიზიკური დატვირთვის დროს იდაყვის სახსარს დაზიანებისგან დაიცავს. მისი გამოყენება იმ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, თუ ტრავმების მკურნალობა გსურთ.ეს პროდუქტი თერმოსტატიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სითბოს გამოყოფს და ინარჩუნებს, ამ გზით კი ტკივილსაც ამცირებს.

კოჭის ფიქსატორები - რეაქტიული, რეუმატოიდული ან სეპტიური ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს და თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ინიშნება.

საბავშვო ტრავმატოლოგიური ნივთები - კისრის, მუხლის, კოჭის, მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები, მკლავის სამაგრი, ლავიწის კორსეტი,ფრეიკის ბალიში, ჭიპის თიაქრის ქამარი და ა.შ.

სხივ-მაჯის ფიქსატორები - გამოიყენება სხივ-მაჯის სახსრის სტაბილიზაციისა  და იმმობილიზაციისთვის

წელის ქამრები და კორსეტები - უზრუნველყოფს წელის არის (კუნთების, ხერხემლის მალების, მალთაშუა დისკების) დაცვას და ხსნის ტკივილს აღნიშნულ არეში

თითის ფიქსატორები -  იდეალურია თითის სხვადასხვა ტრავმის დროს, აჩქარებს რეაბილიტაციის პერიოდს

მუხლის ფიქსატორები - იცავს მუხლის სახსარსა და მის ელემენტებს (მყესებს,იოგებს) დამატებითი დაზიანებისგან, საუკეთესო საშუალებაა სპორტული ტრავმების დროს.

ტერფის ფიქსატორები - უზრუნველყოფს ტერფის ანატომიურ მდგომარეობაში  დაფიქსირებას.ზოგიერთი მათგანი ტერფის სტრუქტურებს მექანიკური დაზიანებისა და გაღიზიანებისგან იცავს.

მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - გამოიყენება აღნიშნული სახსრის დაზიანებისა და მასზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ. ზოგიერთი მათგანი კი საზარდულის თიაქრით გამოწვეულ დისკომფორტს ხსნის.

“ახალი ხედვის” მაღაზიებში ორთოპედიული ბალიშების შეძენაც შეგიძლიათ. ისინი ერთმანეთისგან დანიშნულებით განსხვავდებიან, მაგალითად: ზურგის ბალიში მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვისაა, რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში იდეალურია მათთვის, ვისაც გულძმარვა აწუხებს, კისრის ბალიში კი ძილის დროს თავისა და კისრის მიდამოს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წელის ტკივილები გაწუხებთ, გირჩევთ, ქამრები და კორსეტები გამოიყენოთ. “ახალი ხედვის” სტანდარტული კორსეტი ექიმის დანიშნულებით გამოიყენება და აღნიშნულ არეში ტკივილს ხსნის. ორსულობის ბანდაჟი ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს და მესამე ტრიმესტრში ინიშნება. გულმკერდ-წელის კორსეტი იდეალურია ხერხემლის მალების მოტეხილობის,მალთაშუა დისკის თიაქრის,სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ. აფიქსირებს მთლიან ხერხემალს სწორ მდგომარეობაში. ამგვარად, კომპანია ტრავმატოლოგიური პროდუქტების დიდ არჩევანს გთავაზობთ.

როგორ შევიძინოთ პროდუქტები "ახალი ხედვის" ტრავმატოლოგიურ მაღაზიაში?

როგორც სტატიის დასაწყისში აღინიშნა, “ახალი ხედვა” საქართველოს მასშტაბით 16 ფილიალითაა წარმოდგენილი, მისამართების ნახვა კი ამ ბმულზე  შეგიძლიათ. რაც შეეხება შეძენის მეთოდს, 2 ვარიანტი გაქვთ:

1.ეწვიეთ ნებისმიერ მაღაზიას თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე, ფილიალები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

2. გაიარეთ ავტორიზაცია, აირჩიეთ სასურველი პროდუქტი და შეიძინეთ ონლაინ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი ფოსტით გამოგიგზავნიან შეკვეთას.