ტრავმები სათხილამურო სეზონზე

ზამთარში სამთო-სათხილამურო კურორტებს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ თხილამურებით სრიალი სახალისოა, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, შეიძლება, გართობა უსიამოვნო შემთხვევად იქცეს. ამიტომ აუცილებელია, რომ თხილამურების სამაგრები დარეგულირებული იყოს პროფესიონალის მიერ, რადგან ძალიან მოჭერილი არშე დაცემისას იხსნება და ფეხის მოტეხვის რისკიც იზრდება. ასევე შესაძლებელია, თხილამური თავზე ან სხეულის სხვა ნაწილზე მოგვხვდეს. თუ სამაგრი ზედმეტად მოშვებულია, თხილამური შეიძლება დაშვების დროს გაძვრეს, რასაც ხშირად ახლავს სხვადასხვა სახის ტრავმა. მათ შორის ყველაზე ხშირია:

მუხლის ტრავმა;

მხრის ტრავმა;

ქვედა კიდურების ტრავმა;

თავის ტრავმა;

ხელის ტრავმა და სხვ.

ტრავმის შედეგად ყველაზე ხშირად იოგოვანი აპარატი ზიანდება, მაგალითად, მუხლის ტრავმისას წყდება ჯვარედინი იოგები და იგლიჯება მენისკი. ამ ყველაფრის პრევენციისთვის იდეალურია დამცავი საშუალებების გამოყენება. მაგალითად, სპორტსმენები აქტიურად ატარებენ ორთოპედიულ ფიქსატორებს, სამუხლეებს, სპეციალურ ქამრებსა და ბანდაჟებს.  განვიხილოთ ის სამედიცინო ნივთები, რომლებიც ტრავმების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ და ასევე დიდ როლს ასრულებს მკურნალობის პროცესში:

იდაყვის ფიქსატორი - გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.

კოჭის ფიქსატორი - უზრუნველყოფს არამარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და იდეალურია ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. ასევე დაჭიმულობის შემთხვევაში ფიქსატორის გამოყენება ამცირებს ტკივილს. 

მხრის ფიქსატორი - სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მას ძირითადად, ხელისა და მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს იყენებენ, ასევე ფიზიკური დატვირთვისას, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში. მხრის ფიქსატორით საგებლობენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან  ართროზი აწუხებთ.

მუხლის ფიქსატორი - დამზადებულია უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული, პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის მუხლის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი ტრავმებისგან. 

ამ პროდუქციის დიდი არჩევანია სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში”, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო საშუალებებს მთელი საქართველოს მასშტაბით 2012  წლიდან აწვდის.