წელის გაკავება - სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

წელის გაკავება უხერხული მოძრაობისას ჩნდება და საკმაოდ ძლიერ ტკივილს იწვევს. ეს არის წელის არეში გაჩენილი უეცარი, მკვეთრი ლოკალური შეტევა, რომელსაც წელის კუნთების დაჭიმვა ერთვის თან. წელის გაკავების დროს მტკივნეული შეგრძნებები ლოკალიზდება ძვლებში, იოგებსა და კუნთებში. წელის ტკივილი ამ დროს კუნთების სპაზმითაა განპირობებული და ის  გვხვდება როგორც ახალგაზრდებში, ისე საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ ადამიანებში. ყველაზე ხშირად იგი მაინც მამაკაცებს ემართებათ, რომლებიც,  ჩვეულებრივ, გადატვირთული ფიზიკური შრომის შემდეგ წელში ვეღარ იშლებიან.

რა იწვევს წელის გაკავებას?

როგორც აღვნიშნეთ, წელის გაკავება ხშირად  უხერხულ მოძრაობას უკავშირდება.  მძიმე საგნის აწევა, ბავშვის მოვლა, მანქანის ხანგრძლივი მართვა, ავარია ან  დაცემაც შეიძლება გახდეს წელის გაკავების ფაქტორი. თუმცა,  არსებობს მისი გამომწვევი რთული მიზეზები - მაგალითად, წელის მალებში მიმდინარე დეგენერაციული პროცესები. ამ დროს მალათაშუა დისკსა და მის ფიბროზულ რგოლში განვითარებული ცვლილებების გამო ღიზიანდება მგრძნობიარე რეცეპტორების დაბოლოებები და ვითარდება ტკივილი. შედარებით იშვიათად, თუმცა წელკავი შესაძლოა უკავშირდებოდეს ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადებას, რევმატულ პათოლოგიას, ინფექციას ან სიმსივნეს.

წელის გაკავების სიმპტომები

წელის გაკავებას   მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი ახასიათებს. ამ დროს დახველება, დაცემინება წელის კუნთების სპაზმსა და ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებს. ეს დისკომფორტი უმეტესად მაშინ იჩენს თავს, როდესაც წინ ვიხრებით და გვერდზე ვტრიალდებით. ამ დროს მოხრილი ზურგის გამართვა და კორპუსის მიბრუნება ხერხემლის ქვედა სეგმენტისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა. წელის გაკავებისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

შებოჭილობის შეგრძნება

შეტევითი მწვავე ტკივილი

წელის გაკავება და მისი მკურნალობა

წელის გაკავება კარგად ემორჩილება მკურნალობას და ისევე ადვილად ქრება, როგორც ჩნდება. ამ დროს რეკომენდებულია წელის ქამრების ტარება , რომლებიც ტკივილის შემცირებას უწყობს ხელს და ზურგს სწორ პოზიციაში აფიქსირებს. ამ მიმართულებით მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ  ხედვაში”.  სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხისა და სხვადახვა დანიშნულების წელის ქამრებსა და კორსეტებს 13 საფირმო ორთოპედიულ მაღაზიაში სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდებია - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ამ პროდუქციის ღირებულება  30 ლარიდან 345 ლარამდე მერყეობს.  განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

● წელის კორსეტი -  ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის  დამზადებული, მისი ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს წელის არეში. მას იყენებენ  ხერხემლის კუნთების დაჭიმულობისა და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების დროს.

● ნეოპრინის წელის კორსეტი - დამზადებულია ნეოპრინის ორმაგად ლამინირებული, ჰაერგამტარი მასალისგან, რაც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას და კორსეტის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო კომფორტულს ხდის. კორსეტის დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები უზრუნველყოფს ეფექტურ ფიქსაციას.

● წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან. წელის არეში  მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. კორსეტი ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. აღსანიშნავია, რომ წელის სტანდარტულ კორსეტს აქვს უნივერსალური ზომა, შესაბამისად ერგება ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს.