ვარიკოზის მოვლა

 

ვარიკოზული ვენების დაავადება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ  დისკომფორტს უქმნის. განსაკუთრებით კი ზაფხულში, რადგან მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დროს, კიდევ უფრო ძლიერდება.  ვარიკოზის სიმპტომებია:

ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება;

ტკივილები წვივებში;

ფეხების შეშუპება;

წვივებისა და ტერფების ქავილი და სხვ.

ვარიკოზი ვენები უბრალო კოსმეტიკური დეფექტი არ გეგონოთ - ეს არის დაავადება, რომელიც აზიანებს ყველა ორგანოსა და სისტემას. ამ პრობლემის რისკის ქვეშ ერთნაირად არიან მამაკაცებიც და ქალებიც. თუმცა, ვინაიდან ქალის სისხლძარღვებს უფრო სუსტი შემაერთებელ-ქსოვილოვანი კარკასი აქვთ, ეს დაავადება მათ უფრო ხშირად უვითარდებათ. ქვედა კიდურებში განსაკუთრებით  ხშირად ირღვევა სისხლს მიმოქცევა და ფერხდება სისხლის გადინების პროცესი, მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. ვენების გაფართოების შემთხვევაში სარქვლები არც ისე საიმედოდ უღობავენ გზას საწინააღმდეგო ნაკადს. შესუსტებულ უბნებში სისხლი გუბდება და წარმოქმნის კვანძებს. ყველაზე საშიში კი ამ დაავადებაში ის არის, რომ საკმაოდ დიდხანს თავს გრძნობთ ჯანმრთელად, ვარიკოზი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თრომბი კი შესაძლოა ნებისმიერი ანთების დროს მოწყდეს და საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.

რას გულისხმობს ვარიკოზის მოვლა?

ვარიკოზული ვენების არსებობის დროს არ შეიძლება დიდხანს დგომა ან ჯდომა, პაციენტი ან უნდა იწვეს ან მუდმივად გადაადგილდებოდეს, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა შეასრულოს სპეციალური ვარჯიშებიც. ადრეულ ეტაპზე, დაავადების აღმოჩენისთანავე, მკურნალობის დაწყება მკურნალობის ეტაპს მეტად ეფექტურსა და შედეგიანს ხდის. მართალია, ამ დაავადების  სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ სწორი და დროული მკურნალობა დაავადების პროგრესირებას აუცილებლად შეაჩერებს. ზოგადად, ქვედა კიდურების ვარიკოზის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციით, სკლეროთერაპიით და მედიკამენტებით. ასევე, ეფექტურია ვარიკოზის მოვლის საშუალებების გამოყენება. ამ პროდუქტს ატარებენ ვენების სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის მიზნითა და სამკურნალოდ. მათი ბენეფიტებია:

აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას;

ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში;

ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას.

ვარიკოზის მოვლის პროცესში დიდ როლს ასრულებს შემდეგი ფაქტორები: 

ვარიკოზის გეტრების გამოყენება:

ვარიკოზის გეტრები თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენება. ეს პროდუქტი ასევე ეფექტურია ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. ანტითრომბული წინდები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მას პაციენტები ვენებზე არსებული პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენებენ. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ვარიკოზის გეტრები „ახალი ხედვის“ საფირმო მაღაზიებშია წარმოდგენილი. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - სამედიცინო დანიშნულების წინდაა, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე მას გამოიყენებენ ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. 

ანტი-თრომბოემბოლიური წინდა -  ანტი-თრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. 

ანტითრომბოებოლური მაღალყელიანი წინდა -გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

ეს პროდუქტი იდეალურია მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. ელასტიური წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

სწორი ფიზიკური აქტივობა ვარიკოზის დროს:

ფიზიკური აქტივობა დადებითად აისახება ვარიკოზული ვენების დაავადების დროს თუმცა, თუმცა ყველა სახის ვარჯიში არ არის სასარგებლო. ხოლო მარტივი ვარჯიში მაგალითად, როგორიცაა დღის განმავლობაში ტერფის ბრუნვითი მოძრაობები ან ფეხის წვერებზე აწევა ეფექტურია. ასევე, ამ დროს  რეკომენდებულია ცურვა ფეხით სიარული, ველოსიპედი და იოგა. თავი შეიკავეთ: მძიმე წონების აწევისგან, ინტენსიური სირბილისგან მყარ ზედაპირზე და დიდხანს დგომისგან ან ჯდომისგან. 

კვების როლი ვენების ჯანმრთელობაში

სწორი კვება პირდაპირ კავშირშია ვენების ელასტიურობასთან და სისხლის სიბლანტესთან. ამ დროს მიიღეთ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ამაგრებენ ვენის კედლებს  -  ციტრუსები, კენკრა, წიწიბურა და მწვანე ჩაი. ასევე, ბოჭკოებით მდიდარი საკვები: ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ საკმარისი წყლის მიღება აუცილებელია სისხლის ნორმალური კონსისტენციის შესანარჩუნებლად. ასევე, შეამცირეთ მარილის მოხმარება, რადგან ის ორგანიზმში სითხეს აკავებს და იწვევს შეშუპებას.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში თუ შენიშნეთ ვენების გამოკვეთილი კვანძები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება. ასევე, კანის ფერის შეცვლა, ძლიერი ტკივილი, წვა ან სიმხურვალის შეგრძნება ვენის გასწვრივ.